იბრაჰიმ ალ ჯაფარის თქმით, ტერორისტული საფრთხის ქვეშ არიან საფრანგეთი, აშშ და ირანი.
„ერაყის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღო ინფორმაცია, რომ თავდასხმების სავარაუდო სამიზნეები საფრანგეთი, აშშ და ირანი იქნება, ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია სამივე ქვეყნის ხელისუფლებას მივაწოდეთ“- განაცხადა ალ ჯაფარიმ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ტერორიზმის საფრთხე გლობალურია და ის არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერაყის ან სირიის პრობლემა. გარდა ამისა მისი თქმით, ბოლო მონაცემებით ISIS რიგები სხვადახვა ქვეყნის მებრძოლებით შეივსო, თითქმის მსოფლიოს 100 ქვეყნიდან.
მოსალოდნელ ტერაქტებზე ინფორმაციის ქონას ადასტურებს ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აჰმედ ჯამალიც, თუმცა ის არ აკონკრეტებს არსებობდა თუ არა დაზვერვის სამსახურში კონკრეტულად პარიზის ტერაქტის შესახებ ინფორმაცია. აჰმედ ჯემალის თქმით ამ სამ ქვეყანაში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია დაზვერვამ რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, ხოლო როდის მოხდა ამის შესახებ შესაბამისი ქვეყნების გაფრთხილება ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უწყების ოფიციალურ პირებს არ გაუვრცელებიათ.
მასალის გამოყენების პირობები






