ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
საუბარია, სალეჰ აბდესლამზე, რომელის მიერ დაქირავებული Volkswagen Polo-თი ტერორისტები გადაადგილდებოდნენ.
გავრცელებული ცნობით, სალეჰის ძმა - იბრაჰიმი ერთ-ერთი იყო იმ ტერორისტთაგან, რომელიც „ბატაკლანის“ დარბაზში კონცერტის დროს შეიჭრა და თავი აიფეთქა. მეორე ძმა, კი პოლიციამ დააკავა.
გამოცემის თანახმად, სალეჰ აბდესლამი საფრანგეთის პოლიციამ ბელგიის საზღართან ორ ადამიანთან ერთად დააკავა. მისი დოკუმენტების შემოწმებისა და დაკითხვის შემდეგ კი, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს.
მასშტაბური სისხლისღვრა პარიზში 13 ნოემბერს მოხდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა 6 ტერაქტი „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზში, რესტორანში, სტადიონთან და კიდევ სამ ცენტრალურ ადგილზე მოაწყვეს. ოფიციალური ცნობით, ტერაქტს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი, მათგან 99 -ის მდგომარეობა კრიტიკულია.
მასალის გამოყენების პირობები






