ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე! ამ ლოზუნგით კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები აგრძელებენ საქართველოს მაშტაბით უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს. აქცია ყაზბეგის მცხოვრებ მოსახლეობას ჩაუტარეს.
ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიული ოპერაციები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა უროლოგია, ნეფროლოგია, ჰემატოლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგილოგია, ტოქსიკოლოგია,კრიტიკული მედიცინა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი.
ყაზბეგის მოსახლეობას საჭიროებიდან გამომდინარე უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ოფთალმოსკოპიური კვლევები ჩაუტარდათ. ასევე ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები