“კურთხეული თავდასხმით, მორწმუნეებმა სახალიფოს მეომართა რიგებიდან, მრუშობისა და სიბილწის დედაქალაქზე, პარიზზე ილაშქრეს, რომელიც ევროპაში ჯვაროსნების დროშის მატარებელია" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, ჯიჰადისტები საფრანგეთის პრეზიდენტს „სულელ იდიოტად“ მოიხსენებენ.
"8 ძმა, ასაფეთქებელი ქამრებითა და ავტომატებით, მივიდა იმ ადგილებში, რომელიც დედაქალაქის გულში, წინასწარ, გულდასმით შეირჩა. ამ ადგილებს შორის სტადიონი "სტად დე ფრანსია", სადაც იმ მომენტში გერმანიასა და საფრანგეთის მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც „სულელი ფრანგი“ ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა“- აცხადებენ ისლამისტები.
ადამიანებს. რომლებიც „ბატაკლანში“ Eagles Of Death Metal-ის კონცერტზე იმყოფებოდნენ, ისინი „განდგომილებს“ უწოდებენ.
„ თავდასხმა ასევე განხორციელდა "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზზე, სადაც ათასობით განდგომილი მრუშობის დღესასწაულზე შეიკრიბა. ამავდროულად, განხორციელდა თავდასხმები სხვა სამიზნეებზე ქალაქის მე-10, მე-11 და მე-18 რაიონებში, რის შედეგადაც არანაკელბ 100-ისა ჯვაროსანი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე დაშავდა, ალაჰის წყალობით " - ნათქვამია განცხადებაში.
„იცოდეს საფრანგეთმა და ყველამ, ვინც მის კვალდაკვალ მიდის, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ სამიზნეებად რჩებიან. ჩვენ მაშნაც გაკვირდებით, როდესაც გძინავთ. თქვენ სიკვდილის სუნს იქამდე იგრძნობთ, სანამ ჯვაროსნების კოალიციაში ხართ, სანამ ჩვენს წინასწარმეტყველს (მშვიდობა მას და ღვთის კურთხევა) ლანძღავთ, სანამ ამაყობთ თქვენი ომით ისლამის წინააღმდეგ საფრანგეთში და ავიადარტყმებით სახალიფოს მიწებზე. სანამ ჩვენს დაბომბვას განაგრძობთ, მშვიდად ცხოვრებას ვერ ეღირსებით, ბაზარში წასვლისაც კი შეგეშინდებათ. ეს თვითმფრინავები პარიზის ქუჩებსა და მის დამპალ შესახვევებში ვერ დაგიცავენ. ეს თავდასხმა პირველი ქარიშხალია. ეს არის გაფრთხილება მათთვის, ვისაც სწავლის სურვილი აქვს“ - ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის პროკურატის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ამჟამინდელი მონაცემებით , გუშინ განხორციელებულ ტერაქტებს 128 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 200-მდე ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






