ვატიკანის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ პარიზზე განხორციელებული შეტევა არის მესამე მსოფლიო ომის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც არანაირი გამართლება არ გააჩნია - არც რელიგიური და არც ადამიანური, ეს უბრალოდ არაადამიანურია.
14 ნოემბერს წმინდა მამამ გაუგზავნა სამძიმრის წერილი პარიზის არქიეპისკოპოსს, კარდინალ ანდრე ვენტრუას. წმინდა საყდარი რომის პაპთან ერთად ყურადღებით ადევნებს ვთალყურს მოვლენების განვითარებას. ვატიკანი მწუხარებას გამოთქვამს პარიზში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პასუხი ყველა მშვიდობისმოსურნე ადამიანმა უნდა გასცეს.
„შოკირებულები ვართ და რომის პაპტან ერთად კატეგორიულად ვგმობთ ტერორისტული ძალადობასა და სიძულვილი იმ გამოვლინებებს, რომელიც ყველა მშვიდობისმოყვარული ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის თავხადსხმა მთელს კაცობრიობაზე, რომელიც მოითხოვს გადამწყვეტ პასუხს ყველა ჩვენგანისგან“ - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






