ოფიციალური ცნობით, პარიზის ტერაქტებს 127 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო)
მსოფლიო - 14:31, 14 Nov, 2015     1590
საფრანგეთის პროკურატის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ამჟამინდელი მონაცემებით , გუშინ განხორციელებულ ტერქტებს 127 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით კი, მსხვერპლი გაცილებით დიდი და 153 ადამიანს შეადგენს.

2015 წლის 13 ნოემბრის პარასკევს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავ. დაშავებულია 220-მდე ადამიანი, მათგან 90 მდგომარეობა მძიმეა.

ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის ცენტრში ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტები შენობაში ამერიკული როკ ბენდის კონცერტის დროს შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც ტერორისტების ნაწილმა თავი აიფეთქა, რამდენიმე თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.

3 ძლიერი აფეთქება მოხდა პარიზის გარეუბანში, სტადიონთანაც, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი იმყოფებოდნენ, რომლებიც საფრანგეთი-გერმანიის მეგობრულ მატჩს უნდა დასწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და საზღვრები ჩაკეტა.

პოლიცია პარიზის მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ქალაქის სხვასხვა რაიონებში გაგზავნილია 2 ათასამდე სამხედრო.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით , ხელისუფლება დამნაშავეების მიმართ დაუნდობელი იქნება.

გადარჩენილთა განცხადებით, შეიარაღებული პირები "ალაჰ აკბარს" გაჰყვიროდნენ და ხალხის მიმართულებით ისროდნენ.

გავრცელებული ცნობით, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

რამდენიმე წუთის წინ, საფრანგეთის პრეზიდეტმა ფრანსუა ოლანდმა ტერქტების ორგანიზებაში სწორედ ISIS დაადანაშაულა.

"ეს არის ომის აქტი, ამ თავდასხმის უკან ტერორისტული არმია, "ისლამური სახელმწიფო", ჯიჰადისტები დგანან, რომლებიც იმ ფასეულობების წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვიცავთ" - განაცხადა ოლანდმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42