„ბატაკლანის“ დარბაზში ამერიკული ჯგუფის Eagles of Death Metal-ის კონცერტი ერთი საათის დაწყებული იყო, როდესაც დარბაზში AK-47 ტიპის იარაღით აღჭურვილი 4 პირი შეიჭრა, რომლებიც „ალაჰ აკბარს“ გაჰყვიროდნენ და 20 წუთის განმავლობაში იატაკზე დაწოლილი ხალხის მიმართულებით ისროდნენ.
ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება.
თვითმხლილველთა განცხადებით, თავდამსხმელებმა ერთი ყუმბარაც ააფეთქეს.
„როდესაც სროლა დაიწყო, ყველანი ყველანი ძირს დავწექით. მუსიკოსებიც სცენის უკან დაიმალნენ. ამით თავის გადარჩენას ვცდილობდით.ის რაც იქ ხდებოდა, ნამდვილი სისხლისღვრა იყო“ - განაცხადა რადიო რეპორტიორმა, ჟულიენ პირსმა, რომელიც ტერაქტის დროს „ბატაკლანის“ დარბაზში იმყოფებოდა. დარბაზში 100 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმემ კი, დარბაზიდან გაქცევა და თავისდაღწევა მოახერხა.
"ცოცხალი ვარ. ირგვლივ ცხედრები იყო, ნამდვილი სისხლისღვრა" - წერს ერთ-ერთი გადარჩენილი, ბენჟამინ კაზენოვი ფეისბუკზე.
2015 წლის 13 ნოემბრის პარასკევს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს, რასაც ამჟამინდელი მონაცემებით 153 ადამიანი ემსხვერპლა , დაშავებულია 220-მდე ადამიანი, მათგან 90 მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები






