შეგახსენებთ, 13 ნოემბერს, პარასკევს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს, რასაც ამჟამინდელი მონაცემებით 153 ადამიანი ემსხვერპლა , დაშავებულია 220-მდე ადამიანი, მათგან 90 მდგომარეობა მძიმეა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის ცენტრში ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტები შენობაში ამერიკული როკ ბენდის კონცერტის დროს შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც ტერორისტების ნაწილმა თავი აიფეთქა, რამდენიმე თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.
3 ძლიერი აფეთქება მოხდა პარიზის გარეუბანში, სტადიონთანაც, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი იმყოფებოდნენ, რომლებიც საფრანგეთი-გერმანიის მეგობრულ მატჩს უნდა დასწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და საზღვრები ჩაკეტა.
პოლიცია პარიზის მოსახლეობას მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ქალაქის სხვასხვა რაიონებში გაგზავნილია 2 ათასამდე სამხედრო.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით , ხელისუფლება დამნაშავეების მიმართ დაუნდობელი იქნება.
ერთ-ერთი გადარჩენელი , 53 წლის ქალბატონი რესტორანზე თავდასხმას იხსენებს. მისი თქმით, შეიარაღებული პირები რესტორანში შევარდნენ და "ალაჰ აკბარს" გაჰყვიროდნენ.
გავრცელებული ცნობით, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






