ეს იყო თავდასხმა ყველა ჩვენგანზე, ამ ტერაქტს პასუხი ყველამ ერთად უნდა გავცეთ - ანგელა მერკელი
მსოფლიო - 12:12, 14 Nov, 2015     2084
საფრანგეთში მომხდარ ტერაქტების სერიას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ეს ტერაქტი მთელ მსოფლიოს ეხება.

"დღეს ჩვენ ყველანი ვგლოვობთ. ვგლოვობთ პარიზის ტერაქტების შედეგად დაღუპულებს. პარიზის მოსახლეობამ ძალადობის კოშმარი, ტერორი და შიში გადაიტანა.ეს უდიდესი ტრაგედია. გერმანია თქვენთან არის და თქვენს ტკივილს იზიარებს.

ყველა დაშავებული მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,

არ შეგვიძლია არ ვიფიქროთ მათზე, რომლებიც გუშინ დაიღუპნენ. ადამიანები, რომლებიც ისვენებდნენ. ცხოვრობდნენ თავისუფალ ქვეყანაში. მათი სიცოცხლე კი, ტერორისტების ტყვიებმა იმსხვერპლა.

ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთის ტერაქტი. ეს ტერაქტი ყველას გვეხება. ამიტომ ამაზე პასუხი ყველამ ერთად უნდა გავცეთ. პირველ რიგში უსაფრთხოების გაძლიერებითა და ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლით. ჩვენი პასუხი ტერორისტების მიმართ, ევროპული ღირებულებების დაცვის გაგრძელება იქნება.

ჩვენ ვიცით, რომ სურვილი თავისუფლად ცხოვრების უფრო ძლიერია, ვიდრე ტერორი.

მოდით, ტერორისტებს გამბედაობითა და ჩვენი ღირებულებების დაცვით ვუპასუხოთ" - განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, პარიზში განხორციელებულ 6 ტერაქტს 153 ადამიანი ემსხვერპლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42