"ალაჰ აკბარს" გაჰყვიროდნენ...ეს ყველაფერი ომს გავდა, ზოგი სისხლისგან იცლებოდა " - ტერაქტს გადარჩენილი ქალი
მსოფლიო - 11:22, 14 Nov, 2015     20266
პარიზის ტერაქტს გადარჩენილი ქალბატონი თავდასხმის მომენტს იხსენებს.

"რესტორანში იყო ძალიან ბევრი ხალხი , დაახლოებით 60 ადამიანი ან უფრო მეტი და ძალიან კარგი სიტუაცია. უცებ გაისმა სროლის ხმა. შემოვარდნენ ადამიანები და "ალაჰ აკბარს" გაჰყვიროდნენ. ვხედავდი როგორ ეცემოდნენ ადამიანები ძირს და აღარ ინძრეოდნენ. ეს ყველაფერი ომს გავდა, ზოგი ტიროდა, ზოგი სისხლისგან იცლებოდა. ეს საშინელება ხდებოდა" - განაცხადა რესტორანში მყოფმა 53 წლის ქალმა „ევრონიუსთან“.

შეგახსენებთ, წუხელ საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს, რასაც ამჟამინდელი მონაცემებით 153 ადამიანი ემსხვერპლა , დაშავებულია 220-მდე ადამიანი, მათგან 90 მდგომარეობა მძიმეა.

ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის ცენტრში ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტები შენობაში ამერიკული როკ ბენდის კონცერტის დროს შეიჭრნენ და მძევვლები აიყვანეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც ტერორისტების ნაწილმა თავი აიფეთქა, რამდენიმე თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.

3 ძლიერი აფეთქება მოხდა პარიზის გარეუბანში, სტადიონთანაც, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი მეგობრულ მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და საზღვრები ჩაკეტა.

პოლიცია პარიზის მოსახლეობას მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ქალაქის სხვასხვა რაიონებში გაგზავნილია 2 ათასამდე სამხედრო.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით , ხელისუფლება დამნაშავეების მიმართ დაუნდობელი იქნება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42