მედიის ინფორმაციით კი, მსხვერპლი გაცილებით დიდი და 153 ადამიანს შეადგენს.
2015 წლის 13 ნოემბრის პარასკევს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავ. დაშავებულია 220-მდე ადამიანი, მათგან 90 მდგომარეობა მძიმეა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის ცენტრში ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტები შენობაში ამერიკული როკ ბენდის კონცერტის დროს შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც ტერორისტების ნაწილმა თავი აიფეთქა, რამდენიმე თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.
3 ძლიერი აფეთქება მოხდა პარიზის გარეუბანში, სტადიონთანაც, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი იმყოფებოდნენ, რომლებიც საფრანგეთი-გერმანიის მეგობრულ მატჩს უნდა დასწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და საზღვრები ჩაკეტა.
ტერაქტების შედეგად 8 ტერორისტი დაიღუპა. მათგან 7-მა თავი აიფეთქა.
პოლიცია პარიზის მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ქალაქის სხვასხვა რაიონებში გაგზავნილია 2 ათასამდე სამხედრო.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით , ხელისუფლება დამნაშავეების მიმართ დაუნდობელი იქნება. ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებით, ფრანსუა ოლანდმა ტერქტების ორგანიზებაში სწორედ ISIS დაადანაშაულა.
"ეს არის ომის აქტი, ამ თავდასხმის უკან ტერორისტული არმია, "ისლამური სახელმწიფო", ჯიჰადისტები დგანან, რომლებიც იმ ფასეულობების წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვიცავთ" - განაცხადა ოლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






