მკვლელობის კადრების შემცველ ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ "მალე, ძალიან მალე სისხლის ოკეანე დადგება ” და ეს იქნება საპასუხი შურისძიება, სირიაში რუსეთის ქმედებების. მასში ასევე არის მუქარა კრემლის აღებისა და კავკასიის დაბრუნების შესახებ.ვიდეოს სრული ვერსია ინტერნეტიდან უკვე აღებულია, თუმცა რამდენიმე სააგენტომ მიმართვიდან ნაწვეტების გავრცელება მაინც მოახერხა.
შეგახსენებთ, სინაის ნახევარკუნძულზე რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერის Airbus А-321 -ის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თუმცა ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება , ფოტო-მასალა არ წარუდგენია.
თავისმხრივ, ეგვიპტის პრეზიდენტმა ISIS-ის პირველი განცხადება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ იმ ტერიტორიას, სადაც კატასტროფა მოხდა, ეგვიპტის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. მისი თქმით, დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადიტსებმა შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აიღეს და განაცხადეს, რომ ეს ტერაქტი სიმბოლურ თარიღს დაამთხვიეს , წლისთავს ანუ იმ დღეს, როდესაც „ისლამურ სახელწიფოს“ ერთგულება შეჰფიცეს.
Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.
თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.
ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

მასალის გამოყენების პირობები






