16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასაკობრივი ჯგუფებისთვის
საზოგადოება - 16:17, 16 Mar, 2013     1224

 

15-დან 25 წლამდე:


ვერძი: დღეს მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ყოველგვარ საქმეს. კარგი იქნება პასუხისმგებლობას თუ აიღებთ გარკვეულ შემთხვევაში. ეცადეთ არავიზე დამოკიდებულად არ იგრძნოთ თავი.

 

კურო: დღეს წარმატებები გელით პირად ცხოვრებაში. ოჯახის წევრებთან წარმოქმნილი კონფლიქტების გადაწყვეტას უმტკივნეულოდ შეძლებთ, თქვენი სვლებით არცერთი მხარე არ დაზარალდება.

 

ტყუპები: გახსოვდეთ, რომ არ არსებობს არავითარი პრობლემა რომლის გადაჭრაც შეუძლებელია. ეცადეთ საკუთარი თავის ხელში აყვანას და მაქსიმალური ძალიასხმევით ეცადეთ გადალახოთ წარმოქმნილი დაბრკოლებები.

 

კირჩხიბი: კარგი იქნება დღევანდელ დღეს მარტოობაში თუ გაატარებთ, მსგავსი სვლა საშუალებას მოგცემთ დაუფიქრდეთ თქვენს ცხოვრებას და მიხვდებით, რომ იმაზე ძლიერი ხართ, ვიდრე თავად გეგონათ.

 

ლომი: დღეს თქვენს მეგობრებს თქვენი დახმარების იმედი ექნებათ, ამიტომ ეცადეთ მათ ეს იმედები არ გაუცრუოთ. კარგი იქნება თქვენს პრობემებზეც თუ დაელაპარაკებით ან დედას, ან უახლოეს მეგობარს.

 

ქალწული: შესაძლოა დღე კარგად განვითარდეს, მაგრამ მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. სავსებით შესაძლებელია საღამოს საათებში განვითარებულმა მოვლენებმა თქვენს განწყობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

 

სასწორი: დღეს რიგი ადამიანთა ჯგუფისა, ეცდება თქვენს დაქვემდებარებას. ეცადეთ საკუთარი გამჭრიახობით გააკეთოთ გარკვეული დასკვნები და არავის მისცეთ უფლება თქვენზე გავლენა მოიპოვოს.

 

მორიელი: თქვენთვის ძალიან რთული იქნება დღეს ადამიანებთან ურთიერთობა და შესაძლოა თქვენს ირგვლივ მყოფმა უახლოესმა ადამიანებმაც კი გაგაღიზიანონ საკუთარი ქმედებებით.

 

მშვილდოსანი: რაც არ უნდა რთული გადასატანი იყოს თქვენთვის ეს ფაქტი, აუცილებელია შეეგუოთ, კონფლიქტები ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთა ძირითადად თქვენი უცნაური ხასიათის გამო ხდება, ამიტომ ეცადეთ საკუთარი ტთავის ხელში აყვანას.

 

თხის რქა: დღეს შესაძლოა საყვარელი ადამიანი და მშობლები თქვენი უცნაური ქმედებებით გააღიზიანოთ, მსგავს შემთხვევაში კი თავს ნამდვილად არ იგრძნობთ კარგად, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე.

 

მერწყული: არ გაქვთ უფლება საკუთარი პრობლემები სხვებსაც მოახვიოთ თავს და მათ მოსთხოვოთ ამ პრობლემების ისევე გათავისება, როგორც თქვენ ითავისებთ მათ. ითხოვეთ რჩევა და შემდეგ აუცილებლად გაითვალისწინეთ იგი.

 

თევზები: დღეს მხიარული დღე გელით. ეცადეთ მეგობრების გარემოცვაში დაისვენოთ და გართობაზე იყავით ორიენტირებული. დროებით თქვენი პრობლემები მიივიწყეთ.

 

25-დან 40 წლამდე:

 


ვერძი: ვარსკვლავები უსიამოვნო დღეს გიწინასწარმეტყველებენ. თავი აარიდეთ ზედმეტ ნერვიულობას. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ყოველივე წვრილმანს. დღის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანისაგან საჩუქარს მიიღებთ.

 

კურო: ემოციური დღე გელოდებათ. გახდებით სხვების კრიტიკის ობიექტი. საქმიანი ურთიერთობის მთავარი მოტივატორი მატერიალური კეთილდღეობა გახდება.

 

ტყუპები: წინასწარ შეადგინეთ დღევანდელი დღის გეგმა და შესაბამისად იმოქმედეთ. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, თავი აარიდეთ გადაჭარბებულ ემოციურობას.

 

კირჩხიბი: ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის განახლებისათვის კარგი დღეა. წარმატება გელოდებათ სპორტში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში და პოლიტიკაში.

 

ლომი: ზოგადად არ გიყვართ როცა ულტიმატუმებს გიყენებენ და მსგავსი სიტუაცია ძალიან გაღიზიანებთ. თუმცა, დღეს თავად მიხვდებით, რომ თქვენი გეგმების ასასრულებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. აუცილებელია დაუყოვნებლივ საქმეზე გადახვიდეთ. ამიტომ კარგი იქნება თუ მოიკრებთ ძალას და შეუდგებით საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევას.

 

ქალწული: დღეს გარკვეულ ცვლილებებს მოისურვებთ. ნუ დააწესებთ შეზღუდვებს და საკუთარ თავს თავისუფლების საშუალება მიეცით. კარგი იქნება თუ გარშემომყოფებთან არსებული პრობლემების მოგვარებას შეუდგებით. ეს დადებითად იმოქმედებს თქვენი ხასიათის პოზიტიურობაზე.

 

სასწორი: ფსიქოლოგიურად განეწყვეთ იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელსაც წარსულის ნეგატიური სიტუაციები უკავშირდება. არ ღირს ამის გამო მთლიანი დღის დაკარგვა. კარგი იქნება თუ უბრალო მოკითხვით შემოიფარგლებით და კითხვებზე პასუხების ძიებას არ დაიწყებთ.

 

მორიელი: დღეს თქვენ ირგვლივ მომხდარი მოვლენები აუცილებლად გაგაღიზიანებთ, ნუ ეცდებით ყოველივეს გამოსწორებას, დადებით შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. კარგი იქნება თუ სამუშაო დღეს მაქსიმალურად სწრაფად დაასრულებთ და თავისუფალ დროს მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმობთ.

 

მშვილდოსანი: შეეცადეთ თავი აარიდოთ რუტინულ საქმიანობას. კარგი დღეა რომანტიული შეხვედრებისათვის. თუ საყვარელი ადამიანი თქვენგან შორს იმყოფება და შეხვედრა შეუძლებელია, შეგიძლიათ ვირტუალური საშუალებით დაეკონტაქტოთ. თუ პატარა ბავშვები გყავთ, ძილის წინ აუცილებლად მოუყევით ზღაპარი.

 

თხის რქა: დღეს სამსახიობო ნიჭის გამოვლენა მოგიხდებათ. აღმოჩნდებით სიტუაციაში სადაც თავის მოკატუნება აუცილებელი გახდება. საღამოს რომანტიული შეხვედრა გელოდებათ.

 

მერწყული: კარგი დღეა განმარტოებისათვის. ფოტოგრაფების, თავისუფალი მხატვრების, მუსიკოსების, ფსიქოლოგების, რეჟისორების, ვებ–დიზაინერებისა და პროგრამისტებისათვის ნაყოფიერი და შემოქმედებითი დღე იქნება.

 

თევზები: კარგი დღეა საჩუქრების მოსაძიებლად. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადოთ. მაღაზიაში სიფრთხილე გამოიჩინეთ, შესაძლოა ლამაზი რეკლამის მსხვერპლი გახდეთ.

 

40-დან 65 წლამდე

 

ვერძი: დღეს პოზიტიური ენერგიით აღივსებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში რამდენიმე სასიამოვნო ადამიანიც კი გამოჩნდეს. ეს ადამიანები რისკსა და დაბრკოლებებს არ უშინდებიან და თქვენზეც დადებით გავლენას მოახდენენ. ეცადეთ საკუთარ თავსაც მისცეთ უფლება გარისკოს რამდენიმეჯერ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებული აღმოჩნდებით. იყავით გაბედულნი და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

 

კურო: დადგა დრო რომ საკუთარ თავში გენერალური გადაწყობა მოახდინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ხასიათი და ქმედებები ბევრს აღიზიანებს. ნუ ხუჭავთ ამაზე თვალს და საკუთარ თავს გამოუტყდით, რომ ის პიროვნება როგორადაც თქვენ უკანასკნელი დროის მანძილზე ჩამოყალიბდით, თავადაც არ მოგწონთ. ეცადეთ ამაზე კარგად დაფიქრდეთ და მიიღოთ გარკვეული ზომები სანამ გვიანი არ არის.

 

ტყუპები: დღეს, ცდილობთ საკუთარი შეხედულებები საზოგადოდ არ გაავრცელოთ. ამას კი იმიტომ აკეთებთ, რომ თვლით, ასე უფრო მარტივად გაექცევით კონფლიქტებს. გახსოვდეთ, რომ ასეთი პოზიცია თქვენთვის წარმატებული არ აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ თუ თქვენი პოზიციების დაცვას ეცდებით, მაშინ დღის ბოლოს გარკვეული საქმეების შედეგები აუცილებლად გამოიწვევს თქვენს აღფრთოვანებას. თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ძალიან სურთ თქვენი აზრისა და დამოკიდებულების გაგება, შემდეგ კი მის განხილვაზეც არ იტყვიან უარს.

 

კირჩხიბი: თუ თვლით, რომ ზედმეტად ბევრს ირჯებით სამსახურისთვის, ოჯახისა თუ ახლობლებისთვის, კარგი იქნება თუ თქვენს ცხოვრებაში გარკვეულ პუნქტებს შეცვლით. ეცადეთ რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და მხოლოდ თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

ლომი: დღეს საქმიანი და ამავდროულად, სენტიმენტალური იქნებით. კონტაქტი უცხო ხალხთან პროდუქტიული იქნება. გარშემომყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ. თუმცა, გრძელვადიან მოლაპარაკებებს ნუ წამოიწყებთ, ეს ტვირთად გექცევათ.

 

ქალწული: ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღეს სხვების დახმარება დაგჭირდებათ ტექნიკურ სფეროში. იყავით თავშეკავებული და ნუ მოითხოვთ ადამიანებისგან იმაზე მეტს, რისი მოცემაც მათ შეუძლიათ.

 

სასწორი: დღეს ძალიან მგრძნობიარე და საკუთარ თავში დაურწმუნებელი იქნებით. შიშისა და შფოთვის მიუხედავად, დღის ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. პატივი ეცით სხვების გრძნობებს და ნუ შეურაცხყოფთ მათ.

 

მორიელი: სესხებისა და კრედიტებისათვის ცუდი დღეა. თუ დიეტის დაცვა გსურთ, თანდათან შეეგუეთ ცვლილებებს, ნუ მიმართავთ მკაცრ ზომებს მომენტალურად. საკვები პროდუქტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მათ ხარისხს.

 

მშვილდოსანი: დღეს თქვენ ირგვლივ მომხდარი მოვლენები აუცილებლად გაგაღიზიანებთ, ნუ ეცდებით ყოველივეს გამოსწორებას, დადებით შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. კარგი იქნება თუ სამუშაო დღეს მაქსიმალურად სწრაფად დაასრულებთ და თავისუფალ დროს მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმობთ.

 

თხის რქა: დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მიხვდებით, რომ დასახული მიზნების ასრულება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და აუცილებლად გარისკეთ.

 

მერწყული: შესაძლოა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის სახე შეგეცვალოთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დადებითი მაჩვენებლისკენ იქნება მიმართული და თქვენს წარმატებასაც განაპირობებს.

 

თევზები: გესაჭიროებათ ახალი ურთიერთობები. ამაში დასაძრაზი არაფერია. შეგიძლიათ ახალი ურთიერთობები როგორც სამსახურისთვის, ასევე პირადი ცხოვრებისთვისაც ეძიოთ. გახსოვდეთ, რომ მსგავსი სიტუაცია თქვენზე დადებითად იმოქმედებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42