ბაზაზე მხოლოდ 1000 სამხედრო იმყოფებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ტერორისტების თავდასხმებს წარმატებით იგერიებდა. პარალელურად, რუსეთმა გაეროს სირიის კრიზისის მოგვარების ახალი გეგმა შესთავაზა. დოკუმენტის თანახმად უნდა განისაზღვროს 18 თვიანი გარდამავალი პერიოდი, რის შემდეგაც არჩევნები ჩატარდება.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს, სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა რუსეთი სირიის პროვინცია ჰომსსა და ჰამასში სახმელეთო არტილერიის განლაგებაში დაადანაშაულა.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის სირიაში 4 000 სამხედრო იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






