რუსეთი სირიაში იმ შეცდომებს ითვალისწინებს, რომლებიც საქართველოში შეჭრისას დაუშვა - ობამას თანაშემწე
მსოფლიო - 13:34, 10 Nov, 2015     3435
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ბამას თანაშემწის, სელესტ უოლანდერის განცხადებით, სირიაში, რუსული ავიაიერიშების სამიზნედ ისეთ რაიონებს არჩევს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ კოტროლქვეშ არ იმყოფება.

„შემიძლია ვთქვა, მოხდა ისე, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმების ობიქეტი „ისლამური სახელმწიფოა“, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, იერიშები ისეთ რაიონებში ხორციელდა, რომლებიც ISIS-ის კონტროლქვეშ არ იმყოფება“ - განაცხადა უოლანდერმა „მედუზასთან“ ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ აშშ მზად არის ძალების გაერთიანებაზე, იმ შემთხვევაში, თუ დაინახავენ, რომ რუსეთი ნამდვილად აპირებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას.

„აქამდე ჩვენ ასეთი გულწრფელი განზრახვა არ გვინახავს“- დასძინა უოლანდერმა.

უოლანდერმა, ყირიმსა და სირიაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებზეც ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითვხაზე, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერაციები ყირიმსა და სირიაში იმის დემონსტრაციაა, რომ რუსეთს იმ შეცდომებზე სწავლა შეუძლია, რომელიც 2008 წელს საქართველოში დაუშვა, უოლანდერმა უპასუხა, რომ ეს სავსებით სიმართლეა.

"რა თქმა უნდა სირიაში რუსეთმა შეიარაღებული ძალების ახალი შესაძლებლობები აჩვენა. მე არ შემიძლია კონკრეტული მაგალითების მოყვანა, თუმცა ნამდვილად დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთს ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან რთული ოპერაციების ჩატარება შეუძლია და ის გაკვეთილი, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეჭრით მიიღო, გათვალისწინებულია. რუსეთს ახლა ძალიან ეფექტიური შეიარაღებული ძალები ჰყავს და სირიაში დაშვებული შეცდომები არა შეიარაღებული ძალების ბრძოლისუუნარობას, არამედ პოლიტიკას უკავშირდება. ეს არის პოლიტიკური შეცდომები“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნატოს პირდაპირი მტერი არ არის, ალიანსი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავდ ყველა ზომას მიიღებს. მისი თქმით, 2014 წლიდან ნატომ, ურთიერთმოქმედების გაძლიერებისკენ მიმართული სწავლების სერია ჩაატარა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ჰქონდა იგივე რეაგირება 6 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციამ, უოლანდერმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც რუსული ჯარები იმყოფებოდნენ.

"რუსეთის საქართველოში ინტერვენციამ დაარღვია ევროპაში უსაფრთხოების შესახებ უამრავი შეთანხმება და გაეროს ქარტია. ამის შესახებ ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ. ჩემი მოსაზრებით, განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც უკვე იმყოფებოდნენ რუსული ჯარები (მშვიდობისმყოფელთა სახით). ეს არ ნიშნავს, რომ ინტერვენცია დაშვებული იყო, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ეს შერჩებოდა. დონბასში კი, რუსული ჯარები არ იყვნენ.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოში ინტერვენცია უსწრებდა წინ. თუმცა შედეგების თვალსაზრისით, დონბასი გაცილებით უფრო სარისკო ოპერაცია იყო. მოვლენები უკრაინასა და სირიაში გვიჩვენებს, რომ რუსეთი მზად არის, სამხედრო ძალა უფრო და უფრო სარისკო ოპერაციებში გამოიყენოს" - განაცხადა ბარაკ ობამას თანაშემწემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42