რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მძევლების დასჯის შემზარავ მეთოდე
ბს განაგრძობს და მორიგ ვიდეომასალას ავრცელებს.
ინტერნეტში ჯიჰადისტების გავრცელებული ვიდეო გამოჩნდა, სადაც სირიაში 200 ბავშვის სიკვდილით დასჯა ასახული.
ვიდეო Mirror Online-ზე გამოქვეყნდა. დასჯამდე ბავშვები ძირს პირქვე დააწვინეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს.
გამოცემის თანახმად, ისინი ვიდეოს ავთენტურობას ვერ ადასტუებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მასალა ჟურნალისტებს იემენიდან მიაწოდეს, იმ ტერიტორიიდან, სადაც ისლამისტების მოწინაღმდეგეები მოქმედებენ.
ISIS-ი ტყვეების დასჯის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. მათ მიერ გავრცელებული რამდენიმე ვიდეოს თანახმად, ისინი მძევლებს ცოცხლად წვავენ, ახრჩბენ, თავს კვეთენ. ჯიჰადისტების მიერ ბოლოს გავრცელებული კადრების თანახმად, მათ მძევლებს ტანკებით გადაუარეს.
მასალის გამოყენების პირობები






