ამის შესახებ სააგენტო Mediafix-ი იტყობინება. გამოცემის თანახმად, 31 ოქტომბერს დაშავებულთაგან 3 პირი გუშინ გარდაიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი მუსიკალური ბენდის დრამერია, რომელიც საოპერაციოდ შვეიცარიაში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
კლუბში დაშავებული 21 ადმიანი ბელგიის, ნიდერლანდების, ავსტრიის, ისრაელისა და გერმანიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბუქარესტის საავადმყოფოებში 95 ადამიანი რჩება, მათგან 36 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ბუქარესტის ერთ-ერთ კლუბში ხანძარი 31 ოქტომბერს, კონცერტის მიმდინარეობისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც კლუბი დაიწვია. ბოლო მონაცემებით, ინციდენტს 45 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 400-მდე ადამიანი. როგორც გაირკვა, კლუბს პიროტექნიკის გამოყენების ლიცენზია არ ჰქონდა. კლუბის სამი მფლობელი დაკავებულია. ინციდენტის შემდეგ რუმინეთის ქუჩებში 20 000-მდე აქტივისტი გამოვიდა, რომლებიც პასუხისმგებელი პირების დასჯასა და ხელისუფლების შტოებში არსებულ კორუფციას აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ პონტამ თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






