"ღმრთისაი ღმერთს და კეისარს კეისრისაი"-ანუ კიდევ ერთხელ პირველადი ჯანდაცვის და მისი პროფესიონალების შესახებ
შენი რეპორტაჟი - 13:37, 08 Nov, 2015     3227

ავტორი: qetino

ქეთევან უკლება







ამ ბოლო დროს, ინტერნეტ სივრცეში, რამდენიმე მოსაზრებამ გაილევა პირველადი ჯანდაცვის და ოჯახის ექიმების შესახებ. მინდა ოპონენტებს გამოვეხმაურო. მანამდე ჩემს ,,post"-ზე მცირე ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებ: ,,ოჯახის ექიმის" ინსტიტუტი, ისე როგორც სხვა დანარჩენი სიკეთე, ჩვენთან დასავლეთიდან – ევროპული ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა, სადაც ოჯახის ექიმს დიდ პატივს მიაგებენ და ლამის პედესტალზე დასვან დამსახურებული შრომის და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაუცხრომელი ზრუნვის გამო.

2000–იანი წლების დასაწყისში, რადგანაც უკვე სამომავლოდ ევროპულ სივრცედ მოვიაზრებოდით, საქართველოში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის, ანუ ამბულატორიის ექიმთა გადამზადება ბრიტანული პროგრამით, რომელიც გაერთიანებული სამეფოში შემუშავდა და პედაგოგების რანგში ბრიტანელები მოგვევლინენ. პირველი თაობა ოჯახის ექიმებისა სწორედ ბრიტანეთში გადამზადდა, ხოლო შემდეგ პროცესი საქართველოში გაგრძელდა თანაგადამზადების პრინციპით. გადამზადებული, სერტიფიცირებული ექიმები გაივლიდნენ ტუტორობის [ექიმთა მასწავლებელის] კურსს და იღებდნენ მასწვალებლის სერთიფიკატს. ამის შემდეგ მათ ეძლეოდათ სხვა ექიმების გადამზადების უფლება. ოჯახის ექიმთა მომზადების პროცესმა მოიცვა სრულიად საქართველო _ როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი ნაწილი. [მე, როგორც ტუტორი ვმონაწილეობდი დასავლეთ საქართველოს ექიმთა გადამზადებაში]. ეს არ იყო ,,რაღაცა უბრალო" პროგრამა, როგორც ამას საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ამბობენ, არამედ ეს იყო ძალიან შრომატევადი საინტერესო და ინტენსიური პროგრამა, რომელიც უცხოელმა კოლოგებმა ჩვენთვის შეიმუშავეს ყოველდღიური 8 – საათიანი მეცადიენეობა 6 თვის მანძილზე. პროგრამაში შედიოდა როგორც თერაპიის, ასევე პედიატრიის, ქირურგიის, გინეკოლოგიის, მეანობის საკითხები, ქრონიკული დაავადებათა მართვა, სიმპტომების მართვა და ა.შ. იგი ეფუძნებოდა უახლოეს ამერიკული და ბრიტანული მასალებს, ეროვნულ გაიდლაინებს, დაავადებათა შესახებ სიტუაციური ამოცანების ანალიზს, ავსტრალიელი მეცნიერის მიორტას ,,საოჯახო მედიცინის" ფუნდამენტურ სახელმძღვანელოს, ჩვენი ცნობილი მეცნიერის, პროფესორ ნ. ტატიშვილის ,,შინაგან სნეულებათა სახელმძღვანელოს, უამრავ ჰენდაუთს და ასე შემდეგ და ფინალში სამი მოდულის, ორი შუალედური გამოცდის და ერთი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ინტენსიური და მასშტაბური პროგრამით ჯანდაცვის არც ერთი სხვა დონე (II და III დონე _ შესაბამისად რაიონული და მუნიციპალური სტაციონარები, ვიწრო სპეციალიზაციის კლინიკები) არ გადამზადებულა.

მე მქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო ამ პროცესში, ჯერ როგორც მსმენელს, ხოლო შემდეგ გადამზადებულ ექიმსა და ტუტორს. ტუტორობა სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის კათედრაზე გავიარეთ. ჩვენი ცნობილი პროფესორების _ ბატონ თამაზ კიკნაძის და ბატონ გივი ჯავაშვილის ხელმძღვანელობით. ეს იყო საოცარი კათედრა და საოცარი ხალხი ძალიან მაღალი აკადემიზმით, ხოლო მასალა, რომელიც შევისწავლეთ _ ძლიერ შთამბეჭდავი და საინტერესო.

ჯერ კიდევ ,,საოჯახო მედიცინის" გადამზადების პერიოდში, მე უკვე ვხედავდი გარშემომყოფ ექიმთა ცოდნის მაღალ დონეს, მათ მოტივაციას. მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლებოდა: _ ისინი ძლიერები და ღირსეულები იყვნენ და ღირსეულადაც ჩააბარეს სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა, სასწავლო პროცესს, მახსოვს, ბრიტანელი კოლოგები ამოწმებდნენ, მაღალი იყო მათი ჩართულობა, ისინი კმაყოფილები იყვნენ ქართველი ექიმების მომზადების პროცესით. მთელი ამ პროგრამას კი მსოფლიო ბანკი აფინანსებდა.

ყველა ოჯახის ექიმი იმედოვნებდა, რომ ასეთი ინტენსიური და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ისინი მიიღებდნენ ღირსეული ხელფასს, მაგრამ ამაოდ! პირელმა გაწბილებამ არ დააყოვნა... წინა ხელისუფლებამ მხოლოდ სოფლის ოჯახის ექიმების ხელფასები გახადა ,,ადამიანური", ხოლო ქალაქის ოჯახის ექიმები, რომლებმაც იგივე ბრიტანული პროგრამა ჩააბარეს ,,აფრიკული" ხელფასებზე დატოვა... ამის შემდეგაც მრავალი ტრენინგი ჩატარდა კარდიოლოგიის, მწვავე რესპირატორული დაავადების თუ ორსულ ქალთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობისა და პედიატრიული პრობლემების მართვის მიმართულებთ, სადაც ასევე თვალში საცემი იყო ოჯახის ექიმთა აქტივობა, უნარიანობა, ნიჭიერება, მაგრამ სულ ამაოდ! ისევ დაუფასებლობა, ისევ ექიმთა შრომის იაფად გამოყენების დიდი სურვილი...

ძალიან გულსატკენია, როცა ვინმე ინფორმაციის სიმცირის გამო, არასწორ შეფასებას აძლევს პირველად ჯანდაცვას და მასში მომუშავე ექიმებს, როცა დემარკაციულ ხაზს ავლებს სტაციონარის ექიმებსა და პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შორის. მინდა შევახსენოთ მათ, რომ ,,ოჯახის ექიმები" იმ სერთიფიკატს ფლობენ, რასაც სტაციონარის ექიმები და დამატებით ,,ოჯახის ექიმის" სერთიფიკატსაც, რომელიც ხელში იოლად ნამდვილად არ ჩავარდნიათ. არ უნდა მოხდეს ისე, რომ მთელი თანხები ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამისაა სტაციონერმა აითვისონ და პირველადი ჯანდაცვა, ისევ ,,გერის" როლში დარჩეს, რომელიც თავისი ფუნქციებით ყოვლისმომცველი და შეუცვლელია, მაგრამ მისთვის ვერაფერს იმეტებენ. თუ პირველადი ჯანდაცვას რაიმე რეფორმა სჭირდება, ეს სახელფასო რეფორმაა, რადგანაც ოჯახის ექიმები ნამდვილად არ იმსახურებენ ასეთ დაბალ ანაზღაურებას.

ჩვენ გვჯერა ჯანდაცვის მინისტრის, მისი სამართლიანობის და კეთილგონიერების. ახლა ახალი მთავრობის ხელში ვართ და მისგან ველოდებით სასიკეთო ცვლილებებს.

უფალი ამბობდა ,,ღმრთისაი ღმერთს და კეისარს კეისრისაი!" – იყოს ნება ღვთისა...

მედიცინის დოქტორი, ასოც. პროფესორი,

პედიატრი, ოჯახის ექიმი, ტუტორი,

ბრიტანეთ–საქართველოს საერთაშორისო

ასოციაციის წევრი

ქეთევან უკლება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42