"რუსეთი არღვევს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს და აქტიურად ცდილობს ბალტიისპირეთის ქვეყნების დაშინებას. პარალელურად ნავთს ასხამს უკვე საშიშ ცეცხლზე, ახანგრძილვებს სამოქალაქო ომს, აღვივებს ექსტრემიზმს, რომელზეც რუსეთი ამბობს, რომ თითქოს მას ეწინააღმდეგება. ზღვაშიც, ჰაერშიც და კოსმოსშიც რუსები პროვოკაციულ ქმედებებში არიან ჩართული, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მოსკოვის ბირთვული მუქარა ბადებს ეჭვს რამდენად ერთგული არიან რუსი ლიდერები სტრატეგიული სტაბილურობის მიმართ. ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან ცივ ომს, არ გვინდა ის მტრად ვაქციოთ, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ – შეერთებული შტატები დაიცავს საკუთარ ინტერესებსაც და მოკავშირეებსაც,"- აცხადებს პენტაგონის ხელმძღვანელი ეშტონ კარტერი.
მისი თქმით, რუსეთისგან წამოსული მუქარები, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, აშშ-ს აიძულებს საკუთარი ბირთვული ძალებისა და შეიარაღების სხვა სახეობების მოდერნიზება განახორციელოს.
მისივე თქმით, აშშ სირიაში ამერიკელი სამხედროების დამატებითი ჯგუფის გაგზავნას არ გამორიცხავს. კარტერის განცხადებით, თუ სირიაში მოიძიებნებიან ადგილობრივი ძალები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოსთვის" წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ, თეთრი სახლი ახლო აღმოსავლეთში დამატებით ქვედანაყოფებს გააგზავნის.
მასალის გამოყენების პირობები






