და განაცხადა, რომ მსჯავრდებულების არასწორი მკურნალობის შესახებ გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება. ოქრიაშვილმა ყოველივე დღეს გამართლ პრეს-კონფერენციაზე უარყო. იგი თვლის, რომ ყოველივე საავადმყოფოს რეპუტაციის შელახვის მიზანს ემსახურებოდა.
"აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ საკითხის ირგვლივ არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა. არ მოისმინეს პაციენტის მკურნალი ექიმის აზრი და შედეგად, გამოტანილი დასკვნები რეალობას არ ემყარება", - აღნიშნავს ოქრიაშვილი.
ოქრიაშვილი მოითხოვს, მეცხრე არხის ჟურნალისტებმა პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი გამოიჩინონ და მისთვის მიუღებელია, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება.
"მივმართავთ ტელეკომპანია მეცხრე არხის ადმინისტრაციას და ვითხოვთ მათი მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას",–დასძინა ოქრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






