ამის სესახებ ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ მიიღო. ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეო მასალა პროკურატურას ამ საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ გადასცა.
"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალაზე, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და შემთხვევის ადგილის ამსახველ გარემოებებს შეეხებოდა, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80-გვერდიანი ესპერტიზის დასკვნას ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით მოცულობითი დანართები ახლავს თან.
გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


მასალის გამოყენების პირობები






