"გზა ევროპისკენ თუ უკან წარსულში" - მსოფლიო თანამეგობრობა რ2-ის საქმის პოლიტიკურ სარჩულზე ღიად ალაპარაკდა
პოზიცია - 19:00, 06 Nov, 2015     4531
ნოემბერი ქართულ პოლიტიკაში ერთგვარი საბედისწერო თვეა: 2003 წელის, ნოემბერში, „ვარდების რევოლუცია" მოხდა; 2007 წელის 3 ნოემბერს კი ზარ-ზეიმით არჩეული სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით სახალხო საპროტესტო აქცია გაიმართა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების დარბევა და ოპოზიციის ლიდერის, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ტელეკომპანიაში შეჭრა მოჰყვა - გაითიშა „TV.იმედი“.

(პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.)

როგორც საზოგადოებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, ზუსტად 8 წლის შემდეგ, ისტორია განმეორდა და დამოუკიდებელ მედიას სიტყვის თავისუფლება ამჟამად, მოსამართლის ხელით შეეზღუდა. „რუსთავი 2“-ის საქმე და მის ირგვლივ განითარებული მოვლენები ჩიხშია შესული, თუმცა მთავრობა ჯიუტად ინარჩუნებს აუთსაიდერის პოზიციას, პასუხისმგებლობას იხსნის და ქვეყანაში მომწიფებულ უარყოფით ტალღას "სამართლიანობის აღდგენით" გამოწვეულ მღელვარებას უწოდებს.

ფაქტი ერთია: "რუსთავი 2"-სა და ქიბარ ხალვაშის მხარდამჭერებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

ფარული ჩანაწერების ეთერში ფრიალის, თავისმართლების პოზიციაში ჩამდგარი საპარლამენტო უმრავლესობის, აღშფოთებული მინისტრების, დაკითხვაზე დაბარებული გვარამიასა და ყოფილი მაღალჩინოსნების შემდეგ -

გუშინ, 5 ნოემბერს მოსამართე ურთმელიძემ სასამართლო განჩინებით “რუსთავი 2 “- ის დირექტორს და ფინასურ მენეჯერს უფლებამოსილება შეუჩერა, ტელეკომპანიის დროებით მმართველებად კი რეზო საყევარიშვილი, (ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი გენერალური დირექტორი) და დავით დვალი, (“რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი დამფუძვნებელი) დანიშნა.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშის სარჩელი ძირითადი მოთხოვნები ,,რუსთავი 2’’-ის წინააღმდეგ თითქმის სრულად დაკმაყოფილდა.

რუსთავი 2 ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება ცივილიზებული სამყარო.

აშშ-სა და ევროპის მაღალჩინოსნების განცხადებით, კერძო ტელევიზიის მიმართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გასცდა სამართლებრივ ჩარჩოს. აშშ-ს ელჩი იან კელი თვლის, რომ „სააპელაციო პროცესამდე "რუსთავი2"-ის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს“.

ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში იანოშ ჰერმანი კი პოლიტიკურ ფონზე საუბრობს.

"ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რ2-ის საქმეს აქვს სეროზული პოლიტიკური კონტექსტი. უპირველესად, როგორი იქნება პატივისცემა მედიაპლურალიზმის, მედიათავისუფლების მიმართ და ამას გავლენა ექნება საქართველოს პოლიტიკურ იმიჯზე. ამიტომ ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ პროცესებს თვალყურს. გუშინ საღამოს როცა მე ვიძინებდი, ჩავთვალე, რომ იყო სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვით გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო აღსრულებული დაუყოვნებლივ და იყო დრო შემდგომი აპელაციისთვის. დღეს გავიღვიძე და ჩანს, რომ სიტუაცია ისე არ არის როგორც ჩვენ გვეგონა"- ამბობს იანოშ ჰერმანი.

„ქართულ ოცნებაში“ საერთაშორისო კრიტიკას, რომელიც ხელისუფლებას „რუსთავი 2“ - ის გამო დაატყდა თავს კონტრ შეტევით პასუხობენ. მაგალითად იუსტიციის მინიტრმა კელის განმარტება, ხოლო დეპუტატი მეჭიაური უფრო შორს წავიდა და აშშ-ს ელჩს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

“ თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება, ასე მკვეთრად ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. არც მეგობარს არა აქვს, ასეთი ფორმით მომმართოს მე ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობას აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს. მე არ ვეთანხმები და მე მგონია, რომ საჭიროა, რომ ბოდიშიც მოიხადოს ამის გამო“ - თქვა მეჭიაურმა.

შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო სექტორი. ენჯეოების განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

მათი თქმით, მოსამართლის განჩინებით რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს შეეზღუდათ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

„ქვეყანაში დიქტატურა გამოცხადდა... ეს არის კურსის შეტრიალება რუსეთისკენ“ - ეს შეფასება კი თავადცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ეკუთვნის.

ყოფილი მაღალჩინოსანი საგანგაშო პროგნოზს აკეთებს და „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ხელისუფლებამ ურთმელიძის განჩინებით რ2-თან ერთად ქვეყანის ევროპასთან ინტეგრაციასა და ნატოსკენ მისწრაფებასაც საბოლოო განაჩენი გამოუტანა ქვეყანაში კი დიქტატურა დამყარდა“.

შაშკინი თვლის, რომ გვარამიას რუსთვი 2-თან ბრძოლით საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა განადგურდა.

„საქართველოში დამყარებულ“ დიქტატურაზე საუბრობს არხის აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი.

„დამყარდა დიქტატურა! - საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცადრი რუსი ოლიგარქის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით ურთმელიძემ საქართველოში დაასრულა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნებიც კი, რაც ქვეყანას ჰქონდა. საქართველოში დასრულდა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, სამამრთლო ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა ევროატლანტიკური პერსპექტივა, სრულიად შეუძლებელია ჩვენი ევროინტეგრაცია, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა. ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვაწყობთ ამას აწყობს ხელისუფლება“- თქვა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“ -ს გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერიც. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ "გზა რომელიც აირჩია "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-თან ბრძოლაში, ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების გზაა“.

„ეს ხდებოდა 2012 წლის ოქტომბრამდე, ღამით, ფარულად და უპრინციპო მოსამართლის ხელით, ხელისუფლებამ მიიღო ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბოს პოლიტკური ვითარება. ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები საფრთხეს უქმნის არა მარტო მედია თავისუფლებას, არამედ ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება, გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას დღეს აკისრია, დადგეს საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და უზრუნველყოს ძალის არ გამოყენება“- აღნიშნა მან.

„ცალსახაა ის, რომ მოსამართლე ურთმელიძემ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა“ - ეს განცხადება კი ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ეკუთვნის.

"არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ "რუსთავი 2" აღარ არსებობდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება ქვეყანაში. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის, ეს არ არის მხოლოდ "რუსთავი 2"-ის და მხოლოდ თავისუფალ სიტყვასთან დაკავშირებული პრობლემა. ეს არის პრობლემა ქვეყნისთვის და ეს ცუდად აისახება ქვეყანაზე. ამას ძალიან მალე იგრძნობს ამ ქვეყნის მოსახლეობა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს 15 დეკემბერს უნდა მიეღო თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, თუმცა ჯაფარიძემ ამ წუთას არ იცის, თუ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება.

"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერის - ბაჩუკი ქარდავას მედიის დაცვასთან ერთად, სასამართლოს „ხსნის“ ინიციატივით გამოდის.

ქარდავას განცხადებით, ხელისუფლებამ სასამართლოს მანიპულირება დაიწყო, რითიც საფრთხე შეუქმნა არა მარტო თავისუფალი მედიის არსებობას, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ მომავალს.

”მე ვიცავ საქართველოს სასამართლოს. ხელისუფლებამ დაიწყო მანიპულირება სასამართლოსი, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რაზეც მიანიშნებდა მთელი მსოფლიო. ვიღაცამ ვერ მოითმინა.

ძნელია ურთმელიძეს მოსამართლე უწოდო. მან მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს სახელით. ჩვენ რუსთავი 2 კი არ უნდა დავიცვათ, უნდა დავიცვათ ის დემოკრატიული საფუძვლები რაზეც სახელმწიფო დგას. ეს არის თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო, დემოკრატია და გზა დასავლეთისკენ,ეს ყველაფერი კი ახლა ჩვენ თვალწინ ინგრევა და იშლება.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ არა იმის სადარაჯოზე, ვის რომელი ტელეკომპანია მოსწონს, არამედ ზოგადად თავისუფლების სადარაჯოზე. დღეს შეიძლება ვიღაცა ჯერ ვერ გრძნობს, მაგრამ ხვალ იქნება გვიან. საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს წარსულისგან და ყველამ ერთად უნდა დაიცვას თავისუფალი სასამართლო და მედია, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს განვითარების საფუძველი. სხვა შემთხვევაში ჩვენი მომავალი ჩრდილოეთია და ჩვენ ჩრდილოეთი არ გვსურს, დღეს ამისთვის ვგავართ აქ.”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

რაც შეხება „რუსთავი 2“-ელების განწყობას, ჟურნაისტები ამბობენ, რომ ისინი „თავისუფალ სიტყვას არ დათმობენ“.

მსოფლიოს განვითარებული საზოგადოების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ სიტყვის თავისუფლება და ქვეყანაში განსხვავებული აზრის შეუზღუდავად არსებობაა. რამდენად დაიცავს რევაზ საყევარიშივილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტების უფლებებს, რომელმაც, TV-იმედში მისვლის შემდეგ ტელეკომპანიის 42 თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის ისინიც ვისაც ცხოვრებაში არცერთი პოლიტიკური სიუჟეტი არ გაუკეთებია (ავტ. იმედის ყოფილი კორესპონდენტი ლევან ტაბიძე) უცნობია. ფაქტი კი ერთია, ხელისუფლებას ქვეყნისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, კრიტიკულად განწყობილ მედიასთან ურთიერთობის ტესტის ევროპული კურსით ჩაბარება უჭირს.

დავით ჯაბაშვილი - ნიუპოსტი







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42