"თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კიდევ ერთხელ, ბრძოლით, მოახერხა გამარჯვება" - თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბრიტანული გამოცემა The Guardian - ი ეხმაურება.
„კვირას გამართული არჩევნების შედეგად, ახლა ის უფრო მტკიცედ განახორციელებს საკუთარ ნებას და ამაში ისეა დარწმუნებული, როგორც არასდროს, რაადგან სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მმართველობა ქვეყანაში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ის რისკზე წავიდა, გადაკვეთა, ასე ვთქვათ, ბევრი ხაზი და ბოლოს გაიმარჯვა. მას ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მომხრე ჰყავს, რისი მეშვეობითაც, როგორც კარტ-ბლანში, შეიძლება უფლებამოსილება გადაიზარდოს ავტორიტარიზმში.
ეს იყო შედეგი, რომელსაც ცოტა თუ ივარაუდებდა. ეგზიტპოლების გამოკითხვის შედეგად AKP-მ მოიპოვა ხმათა 40%, რაც არასაკმარისია მთავრობის შესაქმნელად. ასე, რომ AKP-ს ასეთი მასშტაბური გამარჯვება იყო შოკისმომგვრელი.
გაჩნდა თავსატეხი, თუ პროთურქული სახალხო დემოკრატიული პარტია HDP- ვერ გადალახავდა 10%-იან ზღვარს, ეს ნიშნავდა იმას, რომ ის ვერ დაიკავდებდა ადგილს პარლამენტში და პარლამენტის გარეთ დარჩენილი უფრო მეტ დესტაბილიზაციას მოუტანდა თურქეთს.
როგორ აიხსნება AKP-ს გაამრჯვება? AKP ინტენსიურად დებდა ინვესტიციებს, რომ თავი წარმოეჩინა, როგორც მტრის წინააღმდეგ მებრძოლი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა, ბევრი აფასებს ამას, როგორც თურქეთის ნომერ პირველ მტერს: პროქურთული PKK.
ერდოღანმა სამ ოპოზიციურ პარტიას შორის მკვეთრი ხაზი გაავლო, სადაც ყველამ შეინარჩუნა იდენტური პოლიტიკა. ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ოსტატურად მოახერხა საჭირო მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეექმნა კოალიცია. ულტრანაციონალისტური MHP პარტიის მხარდამჭერების 6% კი მოაკლდა, ვინაიდან მისმა ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ, რომელსაც „ბატონი არა“ შეარქვეს, უარი განაცხადა კოალიციის შექმნის ყველანაირ შემოთავაზებაზე.
ამ არჩევნების ისტორიის კიდევ ერთი დრამატული ელემენტი გახლავთ ის, რომ HDP-მ დაკარგა ხმების რაოდენობა. სელაჰათინ დემირთაშის ხელმძღვანელობით იდენტური პოლიტიკის მიღმა პარტიამ მოახერხა სეკულარული მარცხენა ფრთის გაკრიტიკება. თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთული ოპოზიციის შეტაკებების შედეგად სეკულარული მარცხენა ფრთის ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP).
ასე რომ, ეს იყო თურქეთის სტრატეგიის ამსახველი ფაქტორი, არსებული კრიზისიდან ერდოღანი წარმატებით გამოვიდა და ასევე წარმატებით შეუზღუდა მოქმედების სფერო მედია საშუალებებს და ოპოზიციას. მან საკუთარ ქვეყანაში მეომრის იმიჯი მოირგო - ადამიანი, რომელიც მსოფლიოს არ ემორჩილება.
თუმცა, არჩევნების ეს შედეგი თურქეთს სტაბილურობას არ მოუტანს, პირიქით კრიზისი სისტემატურ სახეს მიიღებს და კიდევ უფრო გაღრმავდება.
ამ არჩევნების პერიოდში სასწორზე დაიდო ორი საკითხი, გადაიხრებოდა თუ არა თურქეთი უფრო დასავლური ტიპის დემოკრატიისაკენ, თუ აირჩევდა შუა აზიის ავტოკრატიას, სადაც თავისუფლებისა და უფლებების მიმართ აშკარად გამოხატული იქნება უპატივცემულობა, სასამართლო სისტემა და მედია კინ ძალის მეშვეობით იქნება დაქვემდებარებული.
თუ პრეზიდენტი ერდოღანი და მისი AKP პარტია გადაწყვეტს, რომ არჩევნებში გამარჯვება გამოიყენონ როგორც კარტ-ბლანში, ჩვენ უნდა ველოდოთ თურქეთის ავტოკრატიისაკენ უფრო სწრაფ სვლას“ - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






