ინფორმაცია მცხეთაში მშენებარე იუსტიციის სახლის დემონტაჟის შესახებ 26 თებერვალს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა და ფოტოებიც გამოქვეყნდა. აღწერაში ნათქვამი იყო, რომ დემონტაჟი მიმდინარეობს და უკვე ჩამოხსნილია მინები.
ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე "ნიუპოსტი" დაუკავშირდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს თენგიზ შერგელაშვილს, რომელმაც დემონტაჟის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო:
,,ჩვენ არაფერს ვანგრევთ და პირველად მესმის ამის შესახებ. არანაირი შეხება არ გვაქვს იუსტიციის სახლის დანგრევეასთან, ჩვენ მხოლოდ ვაშენებთ და თუ ააშენებენ, გახსნაზე სიამოვნებით მივალთ" - უთხრა "ნიუპოსტს" შერგელაშვილმა.
"დიახ, დემონტაჟი დაწყებულია და, როგორც ვიცი, იმ ადგილას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი", - აცხადებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური.
მასალის გამოყენების პირობები






