ეგვიპტეში რუსული ლაინერის კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა ბორტზე ბომბის აფეთქება იყოს - ობამა
მსოფლიო - 11:18, 06 Nov, 2015     1663
აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ რუსული სამგზავრო ლაინერის A321-ის კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა ბორტზე არსებული ბომბი გამხდარიყო.

„მე ვფიქრობ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ბორტზე ბომბი იყო. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით" - განაცხადა ობამამ KIRO რადიოს ეთერში.

თავისმხრივ, თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯოშ ერნესტის განცხდებით, ტერაქტის ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება.

„იმის ფონზე, რომ კონკრეტულმა დაჯგუფებამ თვიითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე საჯაროდ აიღო, ჩვენ ვერფერს გამოვრიცხავთ“ - განაცხადა ერნესტმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გავრცელებული ცნობით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანანეთის სადაზვერვო სამსახური ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზად ბორტზე ბომბის აფეთქებას მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.

თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.

ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

ავიაკატასტროფის შემდეგ, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმა ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება , ფოტო-მასალა არ წარუდგენია.

თავისმხრივ, ეგვიპტის პრეზიდენტმა ISIS-ის პირველი განცხადება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ იმ ტერიტორიას, სადაც კატასტროფა მოხდა, ეგვიპტის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. მისი თქმით, დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადიტსებმა შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აიღეს და განაცხადეს, რომ ეს ტერაქტი სიმბოლურ თარიღს დაამთხვიეს , წლისთავს ანუ იმ დღეს, როდესაც „ისლამურ სახელწიფოს“ ერთგულება შეჰფიცეს.

არსებობს ვერსია, რომ რუსული სამგზავრო ლაინერი ჩამოვარდნამდე, ჰაერში დაიშალა, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

სააგენტო „ტასსის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მომუშავე ექსპერტებმა აღმოაჩინეს ელემენტები, რომლებიც თვითმფრინავის კონსტრუქციას არ შეესაბამება. აღმოჩენილი ნივთები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

ამავდროულად, სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დისპეჩერებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ლაინერის რადარებიდან გაუჩინარებამდე 4 წუთით ადრე ბორტზე არავითარი პრობლემა არ აღინიშნებოდა და შესაძლო ინციდენტის შესახებ დისპეჩერების ინფორმირება არ მომხდარა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ლაინერის გაუჩინარებას წინ უძღვის რეისისთვის არადამახასიათებელი და უჩვეულო ხმები, რომელიც შესაძლოა გარე ეფექტებისგან იყოს გამოწვეული.

თავის მხრივ, ავიაკომპანია „კოგალიმავიას" განცხადებით, შეუძლებელია თვითმფრინავი ჰაერში ტექნიკური გაუმართაობის გამო დაშლილიყო. შესაბამისად, ლაინერი მიწაზე ჩამოვარდნამდე, ჰაერში, გარე ძალების ზემოქმედების შედეგად დაიშალა.

ამერიკული სადაზვერვო და ანალიტიკური სააგენტო "სტრატფორის" ვარაუდით კი, რუსული სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო.

"სტრატფორმა" თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობის ვერსიაც არ გამორიცხა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია.

კიდევ ერთი ვერსიით, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფამდე ამერიკულმა თანამგზავრმა ეგვიპტის საჰაერო სივრცეში სითბური ნათება დააფიქსირა. სპეციალისტების განცხადებით, ამ ფაქტით დასტურდება, რომ ლაინერის ბორტზე აფეთქება მოხდა.

ამერიკული მედია წერს, რომ შესაძლოა აფეთქება საწვავის ავზში მომხდარიყო, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად ყოფილიყო გამოწვეული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42