ცალსახაა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის მიმართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გასცდა სამართლებრივ ჩარჩოს და ერთი კონკრეტული ტელეკომპანიის ინტერესებს.
მიგვაჩნია, რომ სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლა პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოსა და მედიის თავისუფლებას.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ხელისუფლების სიძლიერე განსხვავებული და თუნდაც ყველაზე კრიტიკული აზრის მიმართ შემგუებლობაა. მსოფლიოს განვითარებული საზოგადოების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ სიტყვის თავისუფლება და ქვეყანაში განსხვავებული აზრის შეუზღუდავად არსებობაა - იქ სადაც წყდება სიტყვის თავისუფლება, იწყება დიქტატურა.
ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალება, მივმართავთ ხელისუფლებას გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ დაცული იქნას როგორც ჩვენი კოლეგების უსაფრთხოება, ასევე მიეცეთ მათ საშუალება , თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა.
მასალის გამოყენების პირობები






