მისი თქმით, რუსეთმა არა მხოლოდ მებრძოლები, არამედ თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ბომბდამშენები და საზენიტო სარაკეტო სისტემებიც გაგზავნა.
" ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან შესაძლოა ფორსმაჟორულ სიტუაციებში აღმოვჩნდეთ. იქნება ეს, საბრძოლო თვითმფრინავების გატაცება თუ სხვა… ჩვენ გავთვალეთ ყველა შესაძლო საფრთხე. იქ არა მხოლოდ გამანადგურებლები, მოიერიშეები, ბომბდამშენები და ვერტმფრენები, არამედ საზენიტო-სარაკეტო სისტემებიც განვალაგეთ“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს, სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა რუსეთი სირიის პროვინცია ჰომსსა და ჰამასში სახმელეთო არტილერიის განლაგებაში დაადანაშაულა.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის სირიაში 4 000 სამხედრო იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






