ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს და დასძენს, რომ ვერსიას დიდი ბრიტანეთის იზიარებს.
„არსებობს ვარაუდი, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ბორტზე იყო მოთავსებულია, შესაძლოა საბარგო ნაწილში ყოფილიყო მოთავსებული“ - ციტირებს ტელეკომპანია უცნობი წყაროს ინფორმაციასმ თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს დაზვერვის ოფიციალური და საბოლოო ვერსია არ არის.
შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.
თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.
ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
ავიაკატასტროფის შემდეგ, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმა ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება , ფოტო-მასალა არ წარუდგენია.
თავისმხრივ, ეგვიპტის პრეზიდენტმა ISIS-ის პირველი განცხადება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ იმ ტერიტორიას, სადაც კატასტროფა მოხდა, ეგვიპტის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. მისი თქმით, დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადიტსებმა შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აიღეს და განაცხადეს, რომ ეს ტერაქტი სიმბოლურ თარიღს დაამთხვიეს , წლისთავს ანუ იმ დღეს, როდესაც „ისლამურ სახელწიფოს“ ერთგულება შეჰფიცეს.
არსებობს ვერსია, რომ რუსული სამგზავრო ლაინერი ჩამოვარდნამდე, ჰაერში დაიშალა, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
სააგენტო „ტასსის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მომუშავე ექსპერტებმა აღმოაჩინეს ელემენტები, რომლებიც თვითმფრინავის კონსტრუქციას არ შეესაბამება. აღმოჩენილი ნივთები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
ამავდროულად, სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დისპეჩერებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ლაინერის რადარებიდან გაუჩინარებამდე 4 წუთით ადრე ბორტზე არავითარი პრობლემა არ აღინიშნებოდა და შესაძლო ინციდენტის შესახებ დისპეჩერების ინფორმირება არ მომხდარა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ლაინერის გაუჩინარებას წინ უძღვის რეისისთვის არადამახასიათებელი და უჩვეულო ხმები, რომელიც შესაძლოა გარე ეფექტებისგან იყოს გამოწვეული.
თავის მხრივ, ავიაკომპანია „კოგალიმავიას" განცხადებით, შეუძლებელია თვითმფრინავი ჰაერში ტექნიკური გაუმართაობის გამო დაშლილიყო. შესაბამისად, ლაინერი მიწაზე ჩამოვარდნამდე, ჰაერში, გარე ძალების ზემოქმედების შედეგად დაიშალა.
ამერიკული სადაზვერვო და ანალიტიკური სააგენტო "სტრატფორის" ვარაუდით კი, რუსული სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო.
"სტრატფორმა" თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობის ვერსიაც არ გამორიცხა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია.
კიდევ ერთი ვერსიით, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფამდე ამერიკულმა თანამგზავრმა ეგვიპტის საჰაერო სივრცეში სითბური ნათება დააფიქსირა. სპეციალისტების განცხადებით, ამ ფაქტით დასტურდება, რომ ლაინერის ბორტზე აფეთქება მოხდა.
ამერიკული მედია წერს, რომ შესაძლოა აფეთქება საწვავის ავზში მომხდარიყო, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად ყოფილიყო გამოწვეული.
მასალის გამოყენების პირობები






