„მე მინდა რეფორმების მედროშე ვიყო... მინდა მონაწილეობა მივიღო დიდ ცვლილებებსა და რეფორმებში, ნებისმიერ შემთხვევაში მე ეს შემიძლია“ - განაცხადა სააკაშვილმა, როდესაც უკრაინის შესაძლო პრემიერობაზე დაუსვეს კითხვა.
„თუ-კი უკრაინა რუსეთს ვერ შეაკავებს, ვფიქრობ, ის ადვილად შეძლებს საქართველოსა და ბალტიისპირეთის განადგურებას. ძლიერი უკრაიანა რუსეთის ყველაზე დიდი შემაკავებელი ძალაა“ - დასაძინა გუბერნატორმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია უკრაინაში და პეტიციას, მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შესახებ 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენუკს შორის არსებულ „დაპირისპირებაზეც“ წერს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი კორუფციისა და ოლიგარქების წინააღმდეგ იბრძვის, პრემიერს კი „ჩრდილოვანი კაბინეტის“ შექმნასა და ოლიგარქების ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს.
გამოცემის თანხმად, აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს განმავლობაში ის სავარძელში ინტენსიურად მოძრაობდა, იშვიათად ასრულებდა წინადადებას და ახალ საქმელს იწყებდა.
"ამ ენერგიამ კი შთააგონა და აიყოლია ის ახალგაზრდა მხარდამჭერები, ადვოკატები, რომლებიც რეგიონის განგსტერებისგან გათავისუფლებას აპირებენ.
ოლიგარქებს სძულთ ქართველი მათი სტატუს კვოს დარღვევისთვის. მათი ტელევიზიები იშვიათად უთმობენ დროს. სამშაბათს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერიდან მაშინ გათიშეს, როდესაც მაგნატბის დაკავების აუცილებლობაზე საუბრობდა“ - აღნიშნავს ჟურნალისტი.
რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, ოდესის ოლქის გუბერნატორმა „შიზოფრენია“ უწოდა. ხოლო, მომავალ წელს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მისი „საპენსიო გეგმაა.“
„მე ღრმად ვარ ჩაფლული უკრაინის პროცესებში და არ ვფიქრობ, რომ გემიდან უნდა გადავხტე და საქართველოში გავცურო. საქართველო, უბრალოდ ჩემი საპენსიო გეგმაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






