სააკაშვილი იაცენიუკს ქართულ რეფორმებს ახსენებს - გუბერნატორი პრემიერს ოლიგარქების დაცვაში ადანაშაულებს
მსოფლიო - 18:02, 04 Nov, 2015     1729
ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერის, არსენი იაცენუკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას ქართულ წარმატებულ რეფორმებს ახსენებს.

ამის შესახებ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერს.

"რადგანაც პრემიერი ღიად გვაკრიტიკებს მე და ქართულ რეფორმებს, მინდა რამდენიმე შედარებითი ფაქტი მოვიყვანო. საქართველოში, ჩემი ხელისუფლების დროს, ომისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზეც კი, ეკონომიკამ ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი დააფიქსირა , უკრაინის ეკონომიკა კი, სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად ეცემა. ჩემ დროს ჩრდილოვანი ეკონომიკა 60-იდან 5%-ზე შემცირდა, უკრაინაში კი 32-იდან 48%-მდე გაიზარდა.

ჩემ დროს საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში, ბიზნესის კეთების სიმარტივით დაწინაურდა და მე-8 ადგილი დაიკავა, მაშინ როცა, უკრაინა მხოლო 72-ზეა.

ჩემ დროს ბიზნეს სუბიექტებში კორუფცია 80-იდან 2%-მდე დაეცა, უკრაინაში კი ბოლო დროს 80%-მდე გაიზარდა. ჩემი დიდი სინანულის მიუხედავად, უკრაინა აფრიკის ყველაზე ცუდ მაჩვენებლამდე დაეცა. ახლა კი მინდა დავუბრუნდე პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მე საქართველოში დაბრუნება არ შემიძლია.

როდესაც მე და არსენ პეტროვიჩი მაიდანზე ერთად ვიდექით, ნაკლებად სავარაუდოა, მსგავსი კითხვა გასჩენოდა. საქართველოში, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების მსგავსად, საქართველოში პრორუსული კლანები მოვიდნენ. მათი ხელისუფლებაში ყოფნა დროებითია და ამიტომაც მე ძალიან მკაფიო დამოკიდებულება მაქვს ოლიგარქებთან (რომლებზეც პრემიერი ძალიან მეგობრულად საუბრობს) , განსაკუთრებით ოლიგარქებთან რუსული კავშირებით და ასევე ჩემს სადღაც დაბრუნებასთან დაკავშირებითაც. მე ამჟამად საკუთარ ქვეყანაში ვიმყოფები - უკრაინაში, ვამაყობ უკრაინული პასპორტით, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს ხელიდან მივიღე. მე მჯერა, უკრაინის ნათელი მომავლის და წარმატებებს ვუსურვებ“ - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, არსენი იაცენუკმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ დააანონსა. მისი თქმით , უახლოეს ორ კვირაში ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები შეიცვლებიან. უკრაინის პრემიერმა, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებასაც უპასუხა, რომლის თანახმადაც სააკაშვილი მას ოლიგარქების, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში იგორ კომოლოისკის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.

„ეს არის მიშას სტილი. თუკი მიშა ასეთი წარმატებული იყო საქართველოში,მითხარით, რატომ ვერ ბრუნდება უკან. რა მოუვიდა სასამართლო სისტემის რეფორმირებას საქართველოში“ - განაცხადა იაცენუკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42