18 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ 3 გადარჩა, 15 კი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 5 ეროვნებით სომეხი და ერთი რუსია.
მისივე თქმით, თვითმფრინავი ადგილობრივ ავიაკომპანია - Allied Services Limited -ს ეკუთვნის.
ავიაკატასტროფა დედაქალაქ ჯუბას სამხრეთით მოხდა. თვითმფრინავი, ჯუბას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, 800 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა
განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება მსხვერპლთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიასაშუალება Eva Radio Juba-ს ინფორმაციით, ავიაკატასტროფისას ბორტზე 50 ადამიანი იმყოფებოდა და მათგამ 40 დაიღუპა. ავიაკატატსტროფას არა მხოლოდ ბორტზე მყოფი ადამიანები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეებიც შეეწირა, რომელთა სახლებაც თვითმფრინავი დაეცა. South Sudan Tribune -ის ცნობით კი, ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 10 ადგილზე დაიღუპა. 2 ადამიანი კი გადარჩა.
კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ვარაუდით, შემთხვევა თვითმფრინავის გაუმართაობამ გამოიწვია.




მასალის გამოყენების პირობები






