რატომ მოიკლა თავი რობინ უილიამსმა - მსახიობის მეუღლე დუმილს არღვევს
მსოფლიო - 13:07, 04 Nov, 2015     70615
ამერიკელი მსახიობისა და კომიკოსის რობინ უილიამსის მეუღლემ, სიუზან შნაიდერ-უილიამსმა დუმილი დაარღვია და ქმრის თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზებზე გამოცემა People-თან ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რობინი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

„ის დეპრესიას არ მოუკლავს. დეპრესია ერთ-ერთი იყო იმ 50 სიმპტომიდან, რომელიც მას აწუხებდა“ - განაცხადა მსახიობის ქვრივმა.

როგორც სიუზან უილიამსა განაცხადა, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, რობინს კოგნიტური გაუფასურების პროგრესირება ე.წ. ლევის დემენცია დაუდგინდა.

ამ დაავადებას ახასიათებს ჰალუცინაციები, მომატებული შფოთვა, გონების დაბინდვა, დეპრესია...

„ის ყველაზე შეუპოვარი ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. რობინმა იცოდა, რომ ის გონებაზე კონტროლს კარგავდა და მას ამის შეჩერება არ შეეძლო"- აღნიშნა სიუზენმა.

2014 წლის 11 აგვისტოს, 63 წლის ამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი საკუთარ სახლში (ქალაქ ტიბერონი, კალიფორნიის შტატი) გარდაცვლილი იპოვეს.

ოფიციალური ვერსიით, მსახიობმა თავი ჩამოიხრჩო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რობინ უილიამსი ნარკოტიკებზე და ალკოჰოლური დამოკიდებულების პროგრამის ფარგლებში, სპეციალურ კლინიკაში მკურნალობდა და მისი გარდაცვალების მიზეზი,სწორედ ნარკოტიკები იყო. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად კი გაირკვა, რომ ოსკაროსანი მსახიობის სისხლში ნარკოტიკისა და ალკოჰოლის შემცველობა არ აღინიშნებოდა.

მსახიობის ახლობლები აცხადებდნენ, რომ ბოლო პერიოდში რობინ უილიამსი ღრმა დეპრესიას განიცდიდა.

რობინ უილიამსი ოსკარის პრემიის მფლობელი და ოქროს გლობუსის ხუთგზის ლაურეატი გახლდათ. მსახიობს პოპულარობა ბარი ლევინსონის ფილმმა „დილა მშვიდობის, ვიეტნამო“ მოუტანა. მან ისეთ ფილმებში ითამაშა, როგორიცაა "მკვდარი პოეტების საზოგადოება," „ორასწლოვანი ადამიანი“, „სად მივყავართ ოცნებებს“, „მისის დაუტფაირი“, „ავგუსტ რაში“, , „მკურნალი ადამსი“, „ჯუმანჯი“ და ა.შ.

ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია მსახიობმა მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო, რომელიც ფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ შეასრულა. სულ უილიამსმა 300-მდე კინოფილმში ითამაშა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42