რუსული ლაინერის "შავი ყუთების" გაშიფვრის პროცედურა დაიწყო
მსოფლიო - 18:49, 03 Nov, 2015     1455
კაიროში ექსპერტებმა რუსული სამგზავრო თვითმფრინავის "შავი ყუთების გაშიფვრა" დაიწყეს.გავრცელებული ცნობით, კაიროში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი ჩავიდა.

სააგენტო „ტასსის“ ინფორმაციით, დღეს დილით, შემთხვევის ადგილზე მომუშავე ექსპერტებმა აღმოაჩინეს ელემენტები, რომლებიც თვითმფრინავის კონსტრუქციას არ შეესაბამება. აღმოჩენილი ნივთები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

ამავდროულად, სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დისპეჩერებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ლაინერის რადარებიდან გაუჩინარებამდე 4 წუთით ადრე ბორტზე არავითარი პრობლემა არ აღინიშნებოდა და შესაძლო ინციდენტის შესახებ დისპეჩერების ინფორმირება არ მომხდარა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ლაინერის გაუჩინარებას წინ უძღვის რეისისთვის არადამახასიათებელი და უჩვეულო ხმები, რომელიც შესაძლოა გარე ეფექტებისგან იყოს გამოწვეული.

შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.

თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.

ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის შემდეგ, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმა ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

თავის მხრივ, ავიაკომპანია „კოგალიმავიას" განცხადებით, შეუძებელია თვითმფრინავი ჰაერში ტექნიკური გაუმართაობის გამო დაშლილიყო. შესაბამისად, ლაინერი მიწაზე ჩამოვარდნამდე, ჰაერში, გარე ძალების ზემოქმედების შედეგად დაიშალა.

ამერიკული სადაზვერვო და ანალიტიკური სააგენტო "სტრატფორის" ვარაუდით კი, რუსული სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო.

"სტრატფორმა" თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობის ვერსიაც არ გამორიცხა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია.

კიდევ ერთი ვერსიით, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფამდე ამერიკულმა თანამგზავრმა ეგვიპტის საჰაერო სივრცეში სითბური ნათება დააფიქსირა. სპეციალისტების განცხადებით, ამ ფაქტით დასტურდება, რომ ლაინერის ბორტზე აფეთქება მოხდა.

ამერიკული მედია წერს, რომ შესაძლოა აფეთქება საწვავის ავზში მომხდარიყო, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად ყოფილიყო გამოწვეული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42