გიორგი ვაშაძე: ,,ურთიერთობა ევროპასთან ხელოვნურად იძაბება, რომ რუსეთი უალტერნატივო მოკავშირე გახდეს“
პოზიცია - 12:16, 15 Mar, 2013     1749

 

 

_ ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებული მოვლენები ცალსახად პოლიტიკური შეკვეთაა თუ მართლაც შეიძლება განვიხილოთ 7 საკითხი, რომელიც ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად იქცა?


_ ერთადერთი, რაც ცალსახაა, ის გახლავთ, რომ ხელისუფლებას ხალხის გააქტიურების ეშინია. არადა, ის დათმობაზე კი არ უნდა წავიდეს, ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. საუბარია, აგრარული უნივერსიტეტის ხელახალი აკრედიტაციის გავლაზე, რას ნიშნავს ეს? მომავალ წელს ხალხი აღარ უნდა მიიღონ? ის 7 საკითხი, რის გამოც შეუწყდა აგრარულ უნივერსიტეტს აკრედიტაცია, არის თითიდან გამოწოვილი. არცერთი არ უკავშირდება სასწავლო პროცესს. არ უკავშირდება იმას, რომ ვინმე ამ სტუდენტებს არასრულფასოვან განათლებას აძლევს. რაც შეეხება სტუდენტებს, 6-დან 5 გამოცდას რომ ვერ ჩააბარებ, აღარ უნდა გააგრძელო სწავლა. ეს ხომ ლოგიკურია? და თუ გააგრძელებს ასეთი სტუდენტი სწავლას, ეს იქნება ძალიან ცუდი მოტივაცია სხვა სტუდენტებისთვის.


_ ბენდუქიძის ფაქტორის გამო ხელისუფლება მიმართავს ისეთ ქმედებას, რაშიც უნივერსიტეტი ჩაითრია?


_ სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება რომ უნიჭოა, მარტო ამაში კი არ ჩანს, იმაშიც ჩანს, რომ საერთოდ უმოქმედოა და არაფერს არ აკეთებს. მითხარით რაიმე კონკრეტული პროექტი,რომელიც ხელისუფლებამ დაიწყო და კონკრეტული შედეგი დადო. ჩემი აზრით, თუ ხელისუფლება დროულად არ წავიდა დათმობაზე, დარწმუნებული ვარ, სტუდენტები უფრო გააქტიურდებიან. 2 ათასი სტუდენტი სწავლობს ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, რომლიც მიმართულება, როგორც ხელისუფლება ამბობს, არის პრიორიტეტი მათთვის. ამას ხურავს დღეს ხელისუფლება. ამიტომ ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება და სჯობია, ხელისუფლებამ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ თავიდანვე შევეცადეთ, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება არ მომხდარიყო, მაგრამ 19 აპრილს, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც დავაყენებთ, იქნება უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის აღდგენის საკითხი.


_ და ფიქრობთ, რომ 19-მდე ეს საკითხი გარკვეული არ იქნება?


_ ამ ეტაპზე ძალიან ბუნდოვანია და ბოლოს, როცა ნახეს დიდი საზოგადოებრივი მღელვარება, თქვეს, რომ მიეცემა უნივერსიტეტს, აკრედიტაციის ხელახალი გავლის შესაძლებლობა, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ერთი სასწავლო წელი ,,ჩავარდება". ხშირად იმასაც ამბობენ ხოლმე, რომ ეს უნივერსიტეტი კერძოა. მე აქვე განვმარტავ, რომ ეს ასე არაა. ბენდუქიძემ ყველაზე დიდი საქმე გააკეთა მაშინ, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტში ისე ჩადო თავისი ფული, რომ ერთ კაპიკ მოგებას არ ელოდება არც გრძელვადიან და არც მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს არის საჩუქარი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამით ჩვენი ხელისუფლება ებრძვის ცოდნას.


_ თქვენ აპირებთ შეხვდეთ სტუდენტებს. როგორ ფიქრობთ, ხვალ სხვა უნივერსიტეტებსაც ექნებათ მსგავსი პრობლემა, თუ აქ ცალსახად ბენდუქიძის წინააღმდეგ იყო ბრძოლა?


_ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც ექნებათ ეს პრობლემა, სხვადასხვა ფორმით. ჩვენ ვხვდებით სტუდენტებს, განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს და კონკრეტულ გეგმებსაც შევიმუშავებთ. ჩვენ გვყავს ახალი ხელისუფლება, რომელსაც დღესვე თუ არ აჩვენე, რომ საზოგადოების დაკვეთა ის არ არის, რაზედაც ისინი საუბრობენ, ხვალ გაცილებით უარეს ნაბიჯებს გადადგამენ და პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს.


_ ბატონო გიორგი, კობა დავითაშვილმა ევროპარლამენტარებს ,,მაჩანჩალა ევროპელები" უწოდა. როგორ ფიქრობთ, ასეთი შეფასება ხომ არ ლახავს საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯს, რაც თავისთავად აისახება ახალი ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაზეც?


_ დავითაშვილისა და უსუფაშვილის განცხადება არის უზარმაზარი შეცდომა. სამწუხაროდ, მართლდება ის ეჭვი, რომ ხელისუფლება განგებ შეეცდება, ჩიხში შეიყვანოს და დაძაბოს ურთიერთობა ევროპასთან და ამერიკასთან. მერე გამოვა პრინციპი, რომ სხვა გზა არ დარჩათ გარდა იმისა, რომ ითანამშრომლონ რუსეთთან. სამწუხაროდ, ეს სცენარი ვითარდება, თორემ ამდენ ტყუილს არ უნდა კადრულობდეს ხელისუფლება. მეც ვესწრებოდი ბრიუსელში შეხვდრას ევროპარლამენტში, სადაც უმრავლესობა არაადეკვატური იყო. თვითონ ის ადამიანები, ვისგანაც კოალიცია მხარდაჭერას ელოდებოდა, შეხვედრის ბოლოს მათი მხრიდან ყველაზე მეტი კრიტიკა ისმოდა. არაადეკვატურია ევროპასთან და ამერიკასთან ხელისუფლების ურთიერთობების სტრატეგია. მათ უთხრეს: ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციებს, როგორ უნდა განავითაროთ პროცესები ქვეყანაში. ესენი კი, ვის უცაცხანებენ, ამერიკას და ევროპას? მარტო რუსეთს არ უცაცხანებენ.


_ რაც შეეხება იური ბაშმეტს. იკვეთება თუ არა მის ქმედებებში კანონის დარღვევა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"?


_ მან ჩაატარა კონცერტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა, იკვეთება. სამართლებრივად მას ცალსახად დარღვეული აქვს, ცხადია, მაგრამ თავადაც მიხვდა თავის დანაშაულს, რომელიც საქართველოს წინაშე ჩაიდინა. მე არ მესმის, ასეთ კაცს ტაში როგორ უნდა დაუკრას ქართველმა, რომელსაც მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუკრეს ტაში.


_ ერისიონთან დაკავშირებითაც საზოგადოების აზრი ორად გაიყო...


_ ერთმა ექსპერტმა თქვა დებატებისას ამ საკითხზე კარგად და ვეთანხმები. ,,ერისიონი" რომ ჩასულიყო კრემლში და ჩოხაზე დაეწერა-,,არა ოკუპაციას", ეს იქნებოდა გმირული საქციელი. მე არცერთ ერისიონის მოცეკვავეს არ ვთვლი სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც იქ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, ისტორია აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ეს ყველაფერი საზოგადოების გრძელვადიან მეხსიერებაში რჩება. მე პრინციპულად ვეწინააღმდეგები, კრემლში პუტინთან ცეკვას. ახლა რუსეთთან უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ვართ სულ სხვა საქართველო, რომელთანაც ულტიმატუმებით კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ უნდა ითანამშრომლო.

 


ჟანა ასანიძე


,,ნიუპოსტი''





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42