ეგვიპტის პრეზიდენტი ISIS-ის მიერ რუსული ლაინერის ჩამოგდებას უარყოფს - ავიაკატასტროფის ახალი ვერსია
მსოფლიო - 11:21, 03 Nov, 2015     2083
ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც დაჯგუფება რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას იღებს, პროპგანდა უწოდა.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი კატასტროფის მიზეზებზე დასკვნის გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა.

„გამოძიებაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია. მაგრამ პროპაგანდისტული განცხადებები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ჩამოაგდეს - რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ეგვიპტის იმიჯის შელახვისკენაა მიმართული. გარწმუნებთ, რომ ვითარება ქვეყნის ამ ნაწილში ჩვენს კონტროლქვეშაა" - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.

თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.

ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის შემდეგ, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმა ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

თავის მხრივ, ავიაკომპანია „კოგალიმავიას"განცხადებით, თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე, ჰაერში, გარე ძალების ზემოქმედების შედეგად დაიშალა.

ამერიკული სადაზვერვო და ანალიტიკური სააგენტო "სტრატფორის" ვარაუდით კი, რუსული სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო.


"სტრატფორმა" თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობის ვერსიაც არ გამორიცხა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42