„არ არსებობს ისეთი წარუმატებელი კომბინაცია, რომელმაც "ეარბასის" თვითმფრინავის ჰაერში დაშლა გამოიწვიოს“ - განაცხადა ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ სმირნოვმა.
მისი თქმით, გამორიცხულია, ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ან ადამიანური ფაქტორი იყო. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კატასტროფის შესაძლო ვერსიის დასახელებისგან მან თავი შეიკავა.
რუსეთის ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა შაბათს მოხდა. რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა.
თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.
ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
დაღუპული მგზავრების ცხედრების ნაწილი დღეს, ქაიროდან პეტერბურგში გადაასვენეს. მათი ამოცნობის პროცედურა უკვე დაწყებულია. მეორე თვითმფრინავი კი "პულკოვოს" აეროპორტში საღამოს დაეშვება.
მასალის გამოყენების პირობები






