ამის შესახებ ჟურნალისტებს, სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიქტორ სოროჩენკომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.
„დასკვნებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა ლაინერის განადგურება ჰაერში მოხდა და მისი ფრაგმენტები დიდ ფართობზე (20 კვ.კმ) მიმოიფანტა“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.
ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
დაღუპული მგზავრების ცხედრების ნაწილი დღეს, ქაიროდან პეტერბურგში გადაასვენეს. მეორე თვითმფრინავი კი "პულკოვოს" აეროპორტში საღამოს დაეშვება.
მასალის გამოყენების პირობები






