რუსთავი 2-ის შესაძლო ხელში ჩაგდება, სტალინის ,,რეაბილიტაცია“ და ოპოზიციის დევნა - ევროპარლამენტარების განცხადება
მსოფლიო - 14:44, 29 Oct, 2015     1997
რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ და საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავენ.

ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

"ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც ხაზს ვუსვამთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მნიშვნელობას, და მივესალმებით ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეულ გარკვეულ პროგრესს, გვინდა გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების მიმართ, რაც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

ჩვენ ძალიან გვაღელვებს საქართველოს წამყვანი და ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი ტელეარხის - რუსთავი 2-ის შესაძლო ხელში ჩაგდება და შესაბამისად, მისი სარედაქციო პოლიტიკის შემდგომი შეცვლა. ჩვენი აზრით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკური ველის დონეს და საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.

ასევე საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ გრძელდება ყოფილი მმართველი პარტიის წევრთა და ლიდერთა სამართლებრივი დევნა – მათ შორის ყოფილი პრემიერის, პრეზიდენტის, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრების, თბილისის ყოფილი მერისა და ადგილობრივ ლიდერთა ჩათვლით. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამ, საგამოძიებო მოქმედებებში პოლიტიკური ჩარევის, მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით წინასწარ შერჩევის და უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატურად დარღვევის გამო.

გარდა ამისა, შოკირებული ვართ იმ ინფორმაციითაც, რომ ახლახან ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა ოპოზიციის რეგიონალურ ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც მოჰყვა საქართველოს პრემიერმინისტრის მიუღებელი განცხადებები. ნაცვლად ამისა, მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივ იპოვოს ამ ვანდალიზმში დამნაშავე პირები და პასუხისგებაში მისცეს.

და ბოლოს, ჩვენთვის არანაკლებ სამწუხაროა, მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მოსმენა, რომლითაც ცდილობენ იოსებ სტალინის „რეაბილიტაციას,“ ისევე როგორც ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მისი ქანდაკებების ხელახლა დადგმას. ჩვენ ვგმობთ ამას და ვთხოვთ ხელისუფლებაში მყოფ მოქმედ კოალიციას გამოიჩინოს სათანადო პატივისცემა სტალინიზმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის მიმართ, მათ შორის საქართველოშიც.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქმედ ლიდერებს და მმართველ კოალიციას, შეცვალოს ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას და სერიოზულ საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზასაც.
მოვუწოდებთ ევროკომისიას და საგარეო საქმეთა სამსახურს ყურადღებით მიადევნოს თვალი ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად" - ნათქვამია წერილში.

წერილს 4 უმსხვილესი ფრაქციის წევრები აწერენ ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42