ევროპის კონტინენტზე რაგბის განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანოს პრეზიდენტს, ოქტავიან მორიარიუს მიაჩნია, რომ მიმდინარე მსოფლიო თასზე საუცხოო თამაშის ჩვენებით საქართველომ და რუმინეთმა ნამდვილად დაიმსახურეს პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ ხშირი თამაშის უფლება.
გუნდების ჩანაცვლების პლეიოფის შემოღების ნაცვლად, იგი ამ კვირას ლონდონში „მსოფლიო რაგბის“ კონგრესზე ტურნირის გაფართოების საკითხს დააყენებს.
„საქართველომ და რუმინეთმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიო თასზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და რომ მათ ტოპ ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რეგულარულად უნდა ეძლეოდეთ თამაშის შესაძლებლობა.“ განაცხადა მორიარიუმ.
„ყველა ნათლად ვხედავთ არგენტინის პროგრესს მას შემდეგ რაც ისინი „რაგბი ჩემფიონშიფს“ შეურთდნენ. არგენტინამ განვითარებით ბევრი რამ შემატა რაგბს და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო და რუმინეთი იგივეს გააკეთებენ თუ მათ პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ უფრო მეტი თამაშის შესაძლებლობას მივცემთ.
„უფრო მეტი გუნდისთვის "კარის გაღება" შესაძლებელია მიმდინარე მსოფლიო თასის ყველაზე დიდ მემკვიდრეობად იქცეს.
„პლეიოფების ნაცვლად, ექვსი ერის კარი უფრო მეტი ქვეყნისთვის უნდა გაიხსნას და შესაბამისად შვიდ ან რვა ერად გარდაიქმნას.
„უნდა განვიხილოთ ამის განხორციელების გზები, რათა ექვს ერს ზიანი არ მივაყენოთ. მიზანს წარმოადგენს, რომ მივიღოთ უფრო საინტერესო, კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული შეჯიბრი.”
წყარო site.rugby.ge
მასალის გამოყენების პირობები






