არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დღეს, სტამბოლში, თურქეთის პოლიცია ოპოზიციურ ტელეარხ Bugun-ში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას შეიჭრა.
შედეგად, მაუწყებლობა შეჩერდა და რამდენიმე ჟურნალისტი კი დააკავეს.
ტელევიზიის შენობის ეზოში კი სამართადამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.
Bugun-ი ჰოლდინგ „ქოზა იფექის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის მფლობელი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მტრად გამოცხადებული, სულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენია.
ტელევიზიის გარდა, შეჩერდა ორი რედაქციის Bugün-ისა და Millet-ის საქმიანობაც.
ტელევიზიის შტურმით აღებამდე, ანკარის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ქოზა-იფექის არსებული მმართველობა გადააყენეს, მათ ნაცვვალდ კი პრეზიდენტ ერდოღანთან დაახლოებული პირები დაინიშნენ. რაც ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებული მედია საშუალებებთან ერთად 21 კომპანიის ხელში ჩაგდებას ნიშნავს.
ქოზა-იფექ ჰოლდინგში, გასულ თვეს ფინანსური პოლიცია შევიდა, თუმცა დარღვევეი ვერ აღმოაჩინა.
ქოზა-იფექ ჰოლდინგში შემავალი კომპანიები, კერძოდ ტელევიზიები Bugün და Kanaltürk-ი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებად ითვლება და პრეზიდენტ ერდოღანისა და მისი მთავრობის საქმიანობის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა, ქოზა-იფექ-ის ხელმძღვანელობას მხარდაჭერა მოსთხოვა და უარყოითი პასუხის შემდეგ ამ ჰოლდინგის მიმართ დარბევები დაიწყო.
2 თვის წინ, პოლიციამ Koza Ipek Holding-ის სათაო ოფისი დაარბია. ნიღბიანი პოლიციელები ანკარაში ჰოლდინგის 23 ოფისში შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები






