ჰომოსექსუალი მღვდელი რომის პაპს სთხოვს, აუკრძალოს როგორც სამღვდელო, ასევე საუნივერსიტეტო საქმიანობა.
ამავე წერილში, ხარამსა, მილიონობით კათოლიკე გეისთვის სიცოცხლის ჯოჯოხეთად გადაქცევის გამო, კათოლიკე ეკლესიას ადანაშაულებს.
იგი აკრიტიკებს ვატიკანის თვალთმაქცობას ჰომოსექსუალობის დაგმობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბევრი კათოლიკე მღვდელი თავად არის ჰომოსექსუალი.
ვატიკანი ხარამსას წერილს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
43 წლის კშიშტოფ ხარამსა 17 წლის განმავლობაში რომში ცხოვრობდა და 2003 წლიდან რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის წევრი იყო.
საკუთარი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ მან სინოდის სხდომის წინ განაცხადა. კშიშტოფ ხარამსა რომში პრესკონცერენციაზე თავის პარტნიორ კატალანელ ედუარდო პლანასთან ერთად წარდგა და განაცხადა, რომ გეია, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
მასალის გამოყენების პირობები






