ავღანეთის ჩრდილოეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა თითქმის 300-ს მიაღწია. „ბიბისის“ ინფორმაციით, მიწისძვრას ავღანეთსა და მეზობელ პაკისტანში 280 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ასობით ადამიანი. დაკარგულად ითვლება ათობით მოსახლე, რაც მსხვერპლის გაზრდის ვარაუდს იძლევა.
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
გავრცელებული ინფორმაციიღ, ავღანეთში, ტახარის პროვინციაში 12 გოგონა დაიღუპა. გოგონები მიწისძვრის დროს სკოლის შენობის დატოვებას ცდილობდნენ და ჭყლეტას ემსხვერპლნენ.
აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ავღანეთის ჩრდილოეთით, ჰინდუქუშის რეგიონში გუშინ მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ქაბულიდან 256 კილოემტრში, ქალაქ ჟარმიდან 45 კილომეტრში 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ბიძგები იმდენად ძლიერი ამოჩნდა, რომ როგორც ავღანეთში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში ნგრევა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






