შეტევა მედიაზე, ორადგაყოფილი სახელისუფლო შტო და დასავლეთის ყვითელი ბარათი მთავრობას - ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან
პოზიცია - 16:54, 26 Oct, 2015     5018
„საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) პროფესორი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ საქართველოს მოქმედი თანამდებობის პირებს მნიშვნელოვანი საკითხების გადავფარვა უნიჭოდ გამოსდით.

ექსპერტი „ნიუპოსტთან“ „რუსთავი 2“ ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, პრეზიდენტისა და მთავრობის სხვა წევრებს შორის არსებული დაპირისპირების აფასებს.

- რუსთავი 2 - ის მიმართ დაწყებული პროცესები საზოგადოების არც თუ ისე დიდი ნაწილში ვნებათაღლვას იწვევს. თქვენი აზრით, საქმე ორ სუბეიქტს შორის არსებულ დავასთან გვაქვს, როგორც ამას ხელსიუფლება ჯიუტად იმეორებს?

- როდესაც ხელისუფლება არ არის ჩამოყალიბებული რა არის დემოკრატია, მსგავსი კითხვები მუდმივად იქნება. სასამართლო პროცესი, რომელიც აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს, აღიქება პოლიტიკურ პროცესად. შეიძლება "რუსთავი 2"-თან სადავო ვიღაცას ნამდვილად აქვს, მარამ რაღა ამ ტელევიზიას მიადგგნენ?! საქმეში იკვეთება შერჩევითი სამართალი. რადგან რუსთავი 2 ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამით მას დისკომფორტი ექმნება, მმართველმა ძალამ მისი დასჯა გადაწყვიტა. ყველამ ილდულგენცია მიიღო, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ არ წავიდა, მარტო შიხიაშვილი იკმარებს ამის დასტურად.

- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, რუსთავი 2 - ის გარშემო მიმდიარე პროცესზებზე სამხრეთ კავკასიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ პროცესს გულდასმით აკვირდებიან...

- ეს არის ყვითელი ბარათი. ყურადღებით, გულდასმით, ნიშნავს, რომ ეს მათთვის სულერთი არ არის. ეს შეიძლება იყოს კატასტროფული შედეგის მომტანი როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მთავრობისათვის. მას ძალიან სეროზული პრობლემები აქვს დასავლეთში. მოქმედ ძალას დასავლეთში ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიყენა.

- პრეზიდენტის მისამართით მთავრობის წევრების კრიტიკას როგორ შეაფასებთ?

- მთავრობას შევახსენებ, რომ მარგველაშვილი არის ყველაზე ლეგიტიმური საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში. დასავლეთში მარგველაშვილის განცხადებებსაც ხედავენ და მის პროგრესულობას ეჭიდებიან კიდეც. ბიძინა ივანიშვილის ტერმინს გამოვიყენებ და ალბათ მომავალშიც ჩაეჭიდებიან. უნდა ველოდოთ დასავლეთიდან პრეზიდენტის მხარდამჭერ განცხადებებსა და ნაბიჯებს. ეს ბუნებრივია ივანიშვილსა და ღარიბაშვილს გააღიზიანებთ, თუმცა ეს დასავლეთის პრობლემა ნამდვილად არ იქნება.

- პრეზდენტისა და მთავრობის დაპირისპრება კიდევ უფრო გაღრმავდა, მთავრობის მეთაურმა ქვეყნის პრეზიდენტი სიტუაციის ესკალაციაში დაადანაშაულა, ღარიბაშვილის პათოსი სრულიად უმრავლესობამ გაიზიარა, ორ დღეში კი სუს-ის მაღალჩინოსანმა ლევან იზორიამ გვამცნო რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მუხლით გამოძიება დაიწყო, იზორიას განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა, დაპირისპირების საფრთხეზე საუბარი, სრულიად ადექვატური იყო. რატომ არ უსმენენ ქვეყნის პირველ პირს?

- მარგველაშვილი გარიყულია იმიტომ, რომ ის არ მოსწონს ივანიშვილს. ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ მას მთავრობიდან არავინ ხვდება. რაც შეეხება იზორიას გამოსვლას, ეს იყო აბსურდის თეატრი. მას ურჩევნია ძმის მიერ ე.წ ნარუშილოვკის გამოყენების საქმე გამოიძიოს, ვიდრე პოტენციური გადატრიალება, სერიოზული ქვეყანაში 315 -ე მუხლით გამოძიების დაწყება რუსულ საიტზე ატვირთული ბოდვის გამო არასდროს დაიწყებოდა.

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ დეტალზე, რუსეთში შექმნილი ვითომ „უკრაინული "wikileaks"-სზე გამოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის გვარიც, თითქოს უსუფაშვილი სააკაშვილს შეხვდა. ეს ინფორმაცია საეჭვოდ დაემთხვა უსუფაშვილის განცხადებას, რომ ის მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს.

რუსეთში ატვირთული მსგავსი ბოდვები, ემსახურება ერთ მიზანს - როგორმე შეავიწროვონ ოპოზიცია. ვინც ლოიალურია ოცნებისა და ივანიშვილის მიმართ გაანეიტრალონ.

გამოვიდა იზორია, თქვა, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა და ამ განცხადებდან 24 საათში მათგან ჩამი-ჩუმი არ ისმის. ეტყობა უთხრა ყველამ, იგივე დასავლეთში, ვისაც ამათთან ჯერ კიდევ ეთქმის სიტყვა, რომ ეს ინფორმაციები იყო ბოდვა, მოგონილი და პროვოკაციული, რის შემდეგაც მათ უკან დაიხიეს. ეს გამოძებაც საბურავების საქმის მსგავსად, საპნის ბუშტივით გასკდება.

-„უკრაინული "wikileaks"-ზე მარგველაშვილის გვარის ხსენებით, მთავრობამ ორი მოწინააღმდეგის ენმ-ს და პრეზიდენტის განეიტრალება სცადა?

- ამაში ეჭვი არ მეპარება. მათ ყველა გახვიეს ამ აბსურდში, ვინც არ არის ლოიალური ივანიშვილის მიმართ.

- სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯაროდ გავრცელებისა და ჩვენების ფაქტმა, ხელისუფლების შესაბამის უწყებებს უმოქმედობამ ქუჩებში და ენმ-ს ოფისებში გადაინაცვლა. თითქმის ყველა რეგიოში ჰქონდა ექსესებს ადგილი, რას ემსახურება ამ საშინელი კადრების გასაჯაროვება?

- სამწუხაროა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამ კადრებს აქედან ტვირთავდეს ვინმე. თუ პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს აღმოჩნდება, რომ იმათ უკან ვინც არბევს ნაციონალების ოფისებს დგას ხელისუფლება. მათ არ აქვთ რაიმე სერიოზული იდეა, ერთი რაცაა: "ურტყი ნაციონალებს!“. ჩემი აზრით მათ დაუპირისპირდებიან ბევრად კარგად ორგანიზებული ნაციონალური მოძრაობის მართული ძალები. თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქვეყნის იმიჯს დაანგრევს.

- კადრების ომი, შანტაჟი, შეტევა მედიაზე, ორად გაყოფილი სახელისუფლო შტო - როგორ აისახება ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებაზე, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დამდგარი ქვეყნის პერსპექტივაზე?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყველა კოლეგა მაქიმალურად ცდილობს ქვეყნის შიგნით არსებული დაძაბულობა და პრობლემები არ აისახოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ისინი კარგად ხედავენ, რა უარყოფითი პროცესებია. უცხოეთში ბრმები არ არიან, მათი მოტყუება იოლი არ არის, როგორც ეს მთავრობაში ჰგონიათ. ამიტომ, ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42