პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი წარმოდგენილი იყო ქართველი და უკრაინელი ექსპერტების კვლევების შედეგები საქართველოსა და უკრაინის როგორც საშინაო, ისე საგარეო საფრთხეების შესახებ.
კვლევა მოიცავს 4 ბლოკს - სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოება; ეკონომიკური და ენერგოუსაფროება; ჰუმანიტარული და საინფორმაციო უსაფრთხოება; ეკოლოგიური უსაფრთხოება.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, როგორც რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეებს, ასევე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ ვითარებას და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ასევე განხილულია უკრაინის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობა, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის სხვა აქტუალური პრობლემები.
პროექტს ახორციელებენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშრისო ცენტრი (საქართველო) და უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (უკრაინა).
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი BST German Marshall Found.
მასალის გამოყენების პირობები






