ამის შესახებ მილო დუკანოვიჩმა ტელეკომპანია HRT-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი და სერბეთის ნაციონალური ჯგუფები მონტენეგროს პოლიტიკური კურსისა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას უჭერენ მხარს.
„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთმა აქტიური როლი ითამაშა და თამაშობს, პოდგორიცაში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში. ეს საპროტესტო აქციები არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის შეცვლის სურვილიც იყო“ - განაცხადა დუკანოვიჩმა.
შეგახსენებთ, მონტენეგროში მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ მინისტრის გადადგომასა და არჩევნებს ითხოვენ.
24 ოქტომბერს, ღამით შეტაკება მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. მომიტინგეებმა ქვეყნის პარლამენტის წინ მობილიზებულ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ბოთლები ესროლეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულია 40-მდე ადამიანი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამართალდამცავები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






