მომღერალი ვერა ბრეჟნევა და პროდიუსერი კონსტანტინ მელაძე დაქორწინდენენ.
წყვილმა იტალიაში, ქალაქ ვერსილიაში საიდუმლოდ იქორწინა. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიალი ფორტე დეი მარმიში, ვერსილიის მერის უმბერტო ბურატის ხელმღვანელობით გაიმართა. გამორემა Il Tirreno Versalia -მ ფოტოებიც გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, ცერემონიას მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
ვარსკვლავური წყვილის ქორწინება, ვერა ბრეჟნევას პრესსატაშემ უკვე დაადასტურა. თავად წყვილს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მელაძისა და ბრეჟნევას რომანის შესახებ რუსულ პრესაში რამდენიმე წელია იწერება, თუმცა წყვილს აღნიშნულ საკითხზე არასოდეს უსაუბრია.
2014 წელს კონსტანტი მელაძე, 19 წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს დაშორდა. ვერა ბრეჟნევა კი მის ბოლო ქმარს, უკრაინელ ბიზნესმენს 2012 წელს დაშორდა.


მასალის გამოყენების პირობები






