ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საბჭომ, მიიღო რა ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება, პრემიერიც შეცდომაში შეიყვანა. კახა ბენდუქიძეს მიაჩნია, რომ ორგანომ, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, თავადვე უნდა გაამართლოს იგი.
"მათ თავიანთი გადაწყვეტილება შეიძლება გაამართლონ იმით, რომ იყვნენ გადაღლილები", - ამბობს კახა ბენდუქიძე.
"სასამართლოს ჩვენ აუცილებლად მივმართავთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ადმინისტრაციულ აქტს ჩაგვაბარებენ. ბენდუქიძეს იმდენი უსმართლობა შეხვდა ქვეყანაში, რომ ეს განაწყენება მისთვის არაფერს არ ნიშნავს, მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ ჩემთან ერთად 2000 სტუდენტიც განაწყენდებოდა. მათ ვერ გათვალეს, რომ ამას მოყვებოდა 2 ათასი სტუდენტის ქუჩაში გაძევება, შემდეგ პრემიერიც შეცდომაში შეიყვანეს.
ახლა განათლების სამინისტრო ცდილობს მოძებნოს გზა, რათა დააშოშმინოს სტუდენტები, მაგრამ დღევანდელ შემთხვევაში ეს გზა არის მხოლოდ სამართლებრივი. ორგანომ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თვითონვე უნდა გაამართლოს ეს გადაწყვეტილება. თუ ესე არ მოხდა, ჩვენ ჯერ მოვკვდებით და მერე მივმართავთ სასამართლოს", - თქვა კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია "ტაბულას" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






