ელენე ხოშტარია: "მე რაღაც ორგავრი დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ, ერთი არის ის რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ უნივერსიტეტით და რომ მე ამ ყველაფერში რაღაც წვლილი შემაქვს, და ვარ ადამიანი, რომელიც დავიტუქსე. ეს პროცსი გავიარე სამი იანვრიდან დაწყებული. მე, ერთის მხრივ, ვარ შეურაცხყოფილი და მეორეს მხრივ, მეცინება და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ვერაფერს დაგვაკლებს.
ეს, რა თქმა უნდა არის განათლების პროცესის დაზიანება, მაგრამ მთლიანობაში არის პოლიტიკური პროცესი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მოვიდა ხელისუფლება, რომელიც წინა ხელისუფლების ხარვეზების აღდგენას გვთავაზობს და ამას მხოლოდ საკუთარი გზებით ახორციელებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ამ მთავრობას ძალიან ცუდად შეუტრიალდება. ფაქტი რჩება ფაქტად: ბავშვებს უთხრეს, რომ მათ აქ სწავლის უფლება არ აქვთ..."
მასალის გამოყენების პირობები






