ტვ "ტაბულას" პირველი თოქშოუ და ბმული, სადაც გადაცემას ნახავთ
საზოგადოება - 22:44, 13 Mar, 2013     1259


ტელეკომპანია "ტაბულამ" დღეს მუშაობა საგანგებო რეჟიმში დაიწყო. სახელდახელოდ მომზადებულ თოქ-შოუს თამარ ჩერგოლეიშვილი უძღვება, მისი პირველი სტუმარი კი კახა ბენდუქიძეა:

თამარ ჩერგოლეიშვილი: "განათლების მინისტრი ამბობს, რომ აქ ტრაგიკული არაფერია, ნებისმიერ დროს შესაძლოა უნივერსიტეტს აღუდგეს ავტორიზაცია და ითხოვენ, რომ არ მოხდეს საკითხის პოლიტიზირება. თუმცა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პრესასთან ამ თემაზე საუბარს არ გაურბის, თვლის, რომ ეს საკითხი წამოწყებსთანავე პოლიტიზირებული იყო. ბატონი კახა ბენდუქიძე მზად იყო განათლების სამინისტროს ნებისმიერ წარმომადგენელთან ჩართულიყო ეთერში, მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ "ტაბულასთან" საქმეს არასდროს არ დაიჭერს. რიგი პირებისა კი აცხადებენ, რომ საკითხს არ იცნობენ და ამიტომ გადაცემაში ვერ მოვიდოდნენ.

 

კახა ბენდუქიძე: "ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბატონი გიორგი მარგველაშვილი გვებრძვის და გააგრძელებს ამ ბრძოლას, მაგრამ რატომ, არ მესმის. მე ვთვლი, რომ უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პარტიული ნიშნით ხალხის გაშვება და დანიშვნა. ჩვენს უნივერსიტეტში მუშაობდა ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან დაახლოებულია და მათთან პრობლემა არასროს არ შეგვქმნია.

 

სექტემბერში გავიმარჯვეთ ამერიკის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ამ პროექტის პრეზენტაციაც გავაკეთეთ, მთავრობამ ეს ყველაფერი კი გააუქმა, მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც არ მოეწონათ. არავითარი მიზეზი არ დასახელებულა. მათ უბრალოდ თქვეს, რომ სხვანაირად სურდათ ამ ყოველივეს გაკეთება. სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ასევე ოთხი კოლეჯის თანადამფინანსებლები ვართ, მაგრამ სამინისტრომ ორი კვირის წინ მოგვწერა, რომ აღარ სურთ ამ კოლეჯების თანადამფუძნებლები ვიყოთ. ბოლო შეტევა კი იყო ავტორიზაციის შეჩერება. ამ ყველაფრის მიზანი, როგორც ჩანს, ჩემი წყენინება იყო და გამოვიდა რომ ათასობით სტუდენტსა და ასეულობით თანამშრომელსაც აწყენინეს."

 

გადაცემის ნახვა ტელეკომპანია "ტაბულას" ეთერში ამ ბმულზე შეგიძლიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42