დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა უკვე წლებია დაიმკვიდრა ადგილი მოდის სფეროში. მისი ჩვენებები ევროპასა და ამერიკაში არაერთხელ გამართულა. რაც შეეხება სიახლეს მის კარიერაში, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქართველი დიზაინერით, მოდის სფეროში ძალიან ცნობილი ადამიანები დაინტერესდნენ და ამიტომ ფატუნას სამუშაო ადგილმა თბილისიდან პარიზში გადაინაცვლა. მას და პაკო რაბანის ერთი პიარმენეჯერი ჰყავთ და ამით ალბათ ბევრი რამ არის უკვე ნათქვამი. უფრო მეტიც ქართველ დიზაინერს პარიზში, „ახალი დიორი“ და მოდის სფეროში „ახალი ქარი“ შეარქვეს. მისი ჩვენება, რომელიც პარიზში გაიმართა, 13-მა ქვეყანამ გააშუქა და არაერთი ცნობილი ჟურნალის გარეკკანზეც მოხვდა. ბრენდი „ფატუნასთვის“ ამიერიდან რამდენიმე ევროპელი მოდის კრიტიკოსი იმუშავებს.
მაისის თვეში, კანის კინო ფესტივალზე ფატუნას კაბით შემოსილი გამოჩნდა ელეონორა ბოკორა, რომელიც 10 საუკეთესო კაბას შორის შევიდა. ამ კაბის ფოტოები „ლა ფიგაროს“, „მერი კლიერის“, „გალას“ და აბსოლუტურად ყველა ფრანგული ჟურნალის ყდებსა და შიგთავსებზე დაიბეჭდა. ამ ეტაპზე ფატუნა ახალი კოლექციის ჩვენებისთვის ემზადება, რომელიც იანვრის თვეში, პარიზში გაიმართება.
მარიკა ხიდურელი















მასალის გამოყენების პირობები






